რიგი ავტორიზებული პირების სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2009
მიღების თარიღი ივლისი 31, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.”
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 17 ივლისს, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაიწყო რიგი ავტორიზებული პირების სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, მათ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო. საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 23 ივლისს 16:00 საათზე და კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N347/18, რომლის შესაბამისადაც, გადაიდო რიგი ავტორიზებული პირების სანქირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 2009 წლის 31 ივლისისთვის.
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, 2009 წლის 29 ივლისს წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (27.07.2009 N10/379-09; 29.07.2009 N10/386-09). სამსახურებრივი ბარათებით წარმოდგენილია იმ ავტორიზებული პირების სია, რომელთა მიმართაც 2009 წლის 17 ივლისს დაიწყო სანქიცრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება და რომლებსაც 2009 წლის 23 ივლისის მდგომარეობით კომისიის წინაშე გააჩნიათ რეგულირების საფასურის დავალიანებები, ან/და არ აქვთ წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები კომისიაში, კერძოდ, ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ
1. 2009 წლის 23 ივლისის მდგომარეობით კომისიის წინაშე დავალიანება ერიცხებათ შემდეგ ავტორიზებულ პირებს:
ა) შპს „ალკომი“ – 5,014.04 ლარი;
ბ) შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“ – 3,904.83 ლარი;
გ) შპს „ჯეონეთი“ – 44.51 ლარი;
დ) შპს „მეტაკომი“ – 1,579.90 ლარი;
ე) შპს „CTS” – 3,755.99 ლარი;
ვ) შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ – 1,829.23 ლარი;
ზ) შპს „ვემატელი“ – 2,086.47 ლარი;
თ) შპს „ულტრაკომუნიკაციები“ – 1,174.54 ლარი;
ი) შპს „ოკრიბა ტვ +“ – 359.5 ლარი;
კ) შპს „სუფსა ტექნოკომი“ – 321.78 ლარი;
ლ) შპს „კაჭრეთის ახალი ქსელები“ – 233.00 ლარი;
მ) შპს „ალფაკომი“ – 110.43 ლარი;
ნ) შპს „ბუცეფალი“ – 40.24 ლარი;
ო) სს „ეგრისი“ – 3,437.60 ლარი;
2. 2009 წლის 23 ივლისის მდგომარეობით, კომისიაში რეგულირების საფასურის განგარიშებები არ წარმოუდგენიათ შემდეგ კომპანიებს:
შპს „SKY LANE”; შპს „ელსმენი“; სს „თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“; შპს „ავოე გე“; შპს „ორხევი“; შპს „ჯორჯიან ტელეკომი“; შპს „ავეტ“; შპს „ინტერკონნექტი - გე“; შპს „ორბელი“; შპს „იმერ სატი“; ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძე“; ინდ მეწარმე „ემზარ ზოიძე“; ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძე“; ინდ.მეწარმე „მამუკა ლეკიშვილი“; შპს „გეორგიან ისრაელ ვენჩერი“; შპს „ტირიფი“; შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯია“; შპს „კახეთის ტელეკომუნიკაცია“; შპს „იმედი“; შპს „მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.“ ინდ მეწარმე „ტარიელ თომაშვილი“, შპს „დეითაკომ ჯორჯია“; შპს „სხარტი“; შპს „BLACK SEA TELEKOM”; ინდ მეწარმე „კობა გიორგაძე“; შპს „გლობალ ტელეკომი“; ინდ.მეწარმე „ნატალია თოხაძე“, შპს „მაკროინტელექტი“, შპს „ბროდბანდ 4 იუ“, შპს „გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი - დათა ცენტრი“, შპს „ტი-ეს-ემ სისტემი“, შპს „ჯეოლაინ 2008 +“, შპს „სინემა კახეთი“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „სტარტ ტივი“, შპს „ივერია ინტერმედია“, შპს „გონეტი“, შპს „ვაიმაქს ჯორჯია“, შპს „ლიდერ ტივი“, შპს „აი ქეი ეფ ჯორჯია“, ინდ.მეწარმე „მევლუდ ჯანაშვილი“, ინდ.მეწარმე „ელჩინ მამედოვი“, შპს „ფასტ ნეტი“, შპს „ქოლ ცენტრი“, შპს „მაიფონი“, შპს „FlyNet”, ინდ.მეწარმე „კონსტანტინე ასათიანი“, ინდ.მეწარმე „ზურაბ ქობალია“, შპს „ტესაკო“;
3. 2009 წლის 23 ივლისის მდგომარეობით, რიგი ავტორიზებული პირების მიერ მართალია ჩარიცხულია გარკვეული თანხები კომისიის ანგარიშზე, მაგრამ კომისიაში არ არის წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად ვერ დგინდება აღნიშნული ავტორიზებული პირების მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის ოდენობები. კერძოდ, აღნიშნული კომპანიებია:
შპს „ფარაონი“, ინდ.მეწარმე „ზაზა ხინთიბიძე“, შპს „ერ&კომპანი ინტერნეიშენელ“, შპს „ჯი-სი-თი-ვი“, ინდ.მეწარმე „შაქრო ხუხია ატლანტიდა ტვ“, შპს „პაპი“, შპს „სისტემა +“, შპს „ტვ-კასპი“, შპს „ალიანსი ტვ“.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 31 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: შპს „ქოლ ცენტრის“, შპს „სხარტის“, შპს „ლიდერ ტვ“-ს, შპს „მეტაკომის“, შპს „ჯეონეთის“, სს „თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“, შპს „ბროდბანდ 4 იუს“, შპს „ოკრიბა ტვ+“-ს შპს „გონეტის“ და შპს „ტესაკოს“ წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე, შპს „ჯეონეთმა“ სადაო გახადა დავალიანების თანხა 44.51 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „ოკრიბა ტვ+“-ს განცხადებით, კომპანიამ რეგულირების საფასურის დავალიანება კომისიის ანგარიშზე გადმორიცხა 2009 წლის 22 ივლისს და შესაბამისად, მის მიმართ კომისიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება პატიების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის განმარტებით, 2009 წლის 31 აგვისტომდე საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუქმებულ იქნა შემდეგი კომპანიების ავტორიზაცია - შპს „ელსმენი“ (28.07.2009), შპს „BLACK SEA TELECOM” (28.07.2009), ინდ.მეწარმე „ნატალია თოხაძე“ (31.07.2009). აღნიშნულ კომპანიებს არ ერიცხებათ რეგულირების საფასურის დავალიანება კომისიის წინაშე.
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ რიგი ავტორიზებული პირების მიერ ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევას, ხოლო აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია აღნიშნავს, რომ სანქცირების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ყველა ავტორიზებულ პირს გაეგზავნა განმარტებითი წერილი და ოფიციალურად მოეთხოვა კანონის შესრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან რიგი ავტორიზებული პირების მიერ, კერძოდ, შპს „ელსმენი“, შპს „BLACK SEA TELECOM”, ინდ.მეწარმე „ნატალია თოხაძე“, გაუქმებულ იქნა ავტორიზაცია, ისინი აღარ იმყოფებიან კომისიის რეგულირების სფეროში, აღარ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და შესაბამისად, მათ მიმართ უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან, მათ არ გააჩნიათ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები კომისიის წინაშე. რაც შეეხება იმ ავტორიზებულ პირებს, რომელთა მიერაც 2009 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით არ იქნა ჩარიცხული რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე ან/და არ იქნა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები კომისიაში, მათ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და ამავე დროს, ავტორიზებულ პირებს უნდა დაეკისროთ ვალდებულება, 7 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინონ რეგულირების საფასურის გაანგარიშებები კომისიაში და დაფარონ კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის სახით არსებული დავალიანება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, მიზანშეწონილია გადაიდოს შპს „ჯეონეთის“ და შპს „ოკრიბა ტვ +“-ს სანქცირების საკითხის განხილვა 2009 წლის 7 აგვისტოს 16:00 საათისთვის.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ალკომს“, შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“, შპს „მეტაკომს“, შპს „CTS”; შპს „ვემატელს“, შპს „ულტრაკომუნიკაციებს“, შპს „სუფსა ტექნოკომს“, შპს „კაჭრეთის ახალ ქსელებს“, შპს „ალფაკომს“, შპს „ბუცეფალს“, შპს „SKY LANE”-ს; სს „თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს“; შპს „ავოე გეს“; შპს „ორხევს“; შპს „ჯორჯიან ტელეკომს“; შპს „ავეტს“; შპს „ინტერკონნექტი - გეს“; შპს „ორბელს“; შპს „იმერ სატს“; ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძეს“; ინდ მეწარმე „ემზარ ზოიძეს“; ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძეს“; ინდ.მეწარმე „მამუკა ლეკიშვილს“; შპს „გეორგიან ისრაელ ვენჩერს“; შპს „ტირიფს“; შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯიას“; შპს „კახეთის ტელეკომუნიკაციას“; შპს „იმედს“; შპს „მინეტა ვენჩერზ ეს.ეის.“ ინდ მეწარმე „ტარიელ თომაშვილს“, შპს „დეითაკომ ჯორჯიას“; შპს „სხარტს“; ინდ მეწარმე „კობა გიორგაძეს“; შპს „გლობალ ტელეკომს“; შპს „მაკროინტელექტს“, შპს „ბროდბანდ 4 იუს“, შპს „გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი - დათა ცენტრის“, შპს „ტი-ეს-ემ სისტემს“, შპს „ჯეოლაინ 2008 +“-ს, შპს „სინემა კახეთს“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სტარტ ტივის“, შპს „ივერია ინტერმედიას“, შპს „გონეტს“, შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“, შპს „ლიდერ ტივის“, შპს „აი ქეი ეფ ჯორჯიას“, ინდ.მეწარმე „მევლუდ ჯანაშვილს“, ინდ.მეწარმე „ელჩინ მამედოვს“, შპს „ფასტ ნეტს“, შპს „ქოლ ცენტრს“, შპს „მაიფონს“, შპს „FlyNet”-ს, ინდ.მეწარმე „კონსტანტინე ასათიანს“, ინდ.მეწარმე „ზურაბ ქობალიას“, შპს „ტესაკოს“; შპს „ფარაონს“, ინდ.მეწარმე „ზაზა ხინთიბიძეს“, შპს „ერ&კომპანი ინტერნეიშენელს“, შპს „ჯი-სი-თი-ვის“, ინდ.მეწარმე „შაქრო ხუხია ატლანტიდა ტვს“, შპს „პაპის“, შპს „სისტემა +“-ს, შპს „ტვ-კასპს“, შპს „ალიანსი ტვს“, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყონ შემდეგმა ავტორიზებულმა პირებმა:
ა) შპს „ალკომი“ – 5,014.04 ლარი;
ბ) შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“ – 3,904.83 ლარი;
გ) შპს „მეტაკომი“ – 1,579.90 ლარი;
დ) შპს „CTS” – 3,755.99 ლარი;
ე) შპს „ვემატელი“ – 2,086.47 ლარი;
ვ) შპს „ულტრაკომუნიკაციები“ – 1,174.54 ლარი;
ზ) შპს „სუფსა ტექნოკომი“ – 321.78 ლარი;
თ) შპს „კაჭრეთის ახალი ქსელები“ – 233 ლარი;
ი) შპს „ალფაკომი“ – 110.43 ლარი;
კ) შპს „ბუცეფალი“ – 40.24 ლარი;
რეგულირების საფასურის დავალიანების 7 კალენდარული დღის ვადაში გადახდა, კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;
-ა/ანგარიში: 7434136;
-კოდი: 220101956;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
3. უზრუნველყონ შემდეგმა ავტორიზებულმა პირებმა: შპს „SKY LANE”; სს „თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“; შპს „ავოე გე“; შპს „ორხევი“; შპს „ჯორჯიან ტელეკომი“; შპს „ავეტ“; შპს „ინტერკონნექტი - გე“; შპს „ორბელი“; შპს „იმერ სატი“; ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძე“; ინდ მეწარმე „ემზარ ზოიძე“; ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძე“; ინდ.მეწარმე „მამუკა ლეკიშვილი“; შპს „გეორგიან ისრაელ ვენჩერი“; შპს „ტირიფი“; შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯია“; შპს „კახეთის ტელეკომუნიკაცია“; შპს „იმედი“; შპს „მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.“ ინდ მეწარმე „ტარიელ თომაშვილი“, შპს „დეითაკომ ჯორჯია“; შპს „სხარტი“; ინდ. მეწარმე „კობა გიორგაძე“; შპს „გლობალ ტელეკომი“; შპს „მაკროინტელექტი“, შპს „ბროდბანდ 4 იუ“, შპს „გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი - დათა ცენტრი“, შპს „ტი-ეს-ემ სისტემი“, შპს „ჯეოლაინ 2008 +“, შპს „სინემა კახეთი“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „სტარტ ტივი“, შპს „ივერია ინტერმედია“, შპს „გონეტი“, შპს „ვაიმაქს ჯორჯია“, შპს „ლიდერ ტივი“, შპს „აი ქეი ეფ ჯორჯია“, ინდ.მეწარმე „მევლუდ ჯანაშვილი“, ინდ.მეწარმე „ელჩინ მამედოვი“, შპს „ფასტ ნეტი“, შპს „ქოლ ცენტრი“, შპს „მაიფონი“, შპს „FlyNet”, ინდ.მეწარმე „კონსტანტინე ასათიანი“, ინდ.მეწარმე „ზურაბ ქობალია“, შპს „ტესაკო“; შპს „ფარაონი“, ინდ.მეწარმე „ზაზა ხინთიბიძე“, შპს „ერ&კომპანი ინტერნეიშენელ“, შპს „ჯი-სი-თი-ვი“, ინდ.მეწარმე „შაქრო ხუხია ატლანტიდა ტვ“, შპს „პაპი“, შპს „სისტემა +“, შპს „ტვ-კასპი“, შპს „ალიანსი ტვ“, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა 7 კალენდარული დღის ვადაში;
4. შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ელსმენის“, შპს „BLACK SEA TELECOM”-ს და ინდ.მეწარმე „ნატალია თოხაძეს“ მიმართ, მათ მიერ ავტორიზაციის გაუქმების გამო;
5. ეცნობოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ ავტორიზებულ პირებს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დარღვევის ნებაყოფლობით აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები;
6. შპს „ოკრიბა ტვ+“-ს და შპს „ჯეონეთს“ ეცნობოთ კომისიის სხდომაზევე საკითხის განხილვის 2009 წლის 7 აგვისტოს 16:00 საათზე გადადების თაობაზე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ავტორიზებული პირებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნების დღიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
