სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2009
მიღების თარიღი ივლისი 31, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” კომისიას მიმართა განცხადებით №8-14/739,04.02.07.09, ქ.თბილისის სატელევიზიო ანძიდან ცივის ანძამდე (კახეთის რეგიონი) მონაკვეთზე, რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, 6 გჰც დიაპაზონში 28 მჰც სიგანის ორი რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 06.03.2006; რეგისტრაციის №70/1), ფლობს საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელებსა და საშუალებებს და შესაბამისად საქმიანობს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე .
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 11,188.80 ( თერთმეტი ათას ას ოთხმოცდარვა) ლარს და ოთხმოც თეთრს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, ქ.თბილისში და მთა ცივზე (კახეთის რეგიონი) განლაგებული რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ.თბილისში და მთა ცივზე (კახეთის რეგიონი) განლაგებული რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით, დამხმარე შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად 10 წლის ვადით - 2019 წლის 31 აგვისტომდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 11,188.80 (თერთმეტი ათას ას ოთხმოცდარვა) ლარი და ოთხმოცი თეთრი.
3. უზრუნველყოს სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 11,188.80 (თერთმეტი ათას ას ოთხმოცდარვა) ლარის და ოთხმოცი თეთრის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 სამუშაო დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 3000773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. აღირიცხოს სს ”გაერთიანებული ტელეკომისვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
|
N |
A |
B |
კოორდინატები |
აპარატურის სახეობა |
სიხშირე |
|
სიხშირ. ზოლი |
მოდულაც. სახეობა |
გამ. სიმძლავრე |
ანტენა |
დისტანცია |
პოლარ. | |
|
|
|
|
A |
B |
|
A |
B |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
MHz |
|
MHz |
|
dBm/mW |
ft/cm |
km |
|
|
1 |
თბილისი TV ანძა |
მთა ცივის ანძა (კახეთ. რეგ) |
N41 41.750
E44 47.075 |
N41 51.755
E45 24.111 |
ALU/9600 LSY |
6004,50 |
6256,54
|
29,65 |
128QAM |
32/1600 |
8/240 |
55 |
V |
|
2 |
თბილისი TV ანძა |
მთა ცივის ანძა (კახეთ. რეგ) |
N41 41.750
E44 47.075 |
N41 51.755
E45 24.111 |
ALU/9600 LSY |
6034,15 |
6286,19
|
29,65 |
128QAM |
32/1600 |
8/240 |
55 |
H |
კომისიის 2009 წლის 31 ივლისის № 373/13 გადაწყვეტილების დანართი
