წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 375 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2009

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N 38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-18 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N 38 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს.ნ. ნიჟარაძე);

ბ) სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის № 400/9 გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნითა და სადენიანი და უსადენო მაღალსიჩქარიანი დაშვების ქსელთან დაშვების მომსახურების საბითუმო ბაზრების რეგულირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.  უ. სეთური).

2. კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N 38 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები