შპს “საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის N 7/4-1327(2) დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/242-09; 06.07.09) ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის და კოდორის ტერიტორიებზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეებისა და აგრეთვე, ქ. ბათუმში, რადიოსარელეო ხაზის ფუქციონირებისთვის მონაკვეთზე აეროპორტი - მაგთის ანძა 13 გჰც დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”საქაერონავიგაციას” ერთი წლის ვადით 440.150 მჰც, 441.500 მჰც, 446.850 მჰც, 441.625 მჰც, 441.025 მჰც, 446.125 მჰც სიხშირეები (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, 441.425 მჰც, 441.500 მჰც, 446.150 მჰც, 441.625 მჰც, 441.025 მჰც სიხშირეები (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, 441.625 მჰც სიხშირე ქ. ქუთაისში და კოდორის ტერიტორიაზე, აგრეთვე, 12849±14 მჰც და 13115±14 მჰც სიხშირეები ქ. ბათუმში, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მონაკვეთზე აეროპორტი (N41,36,31 E041,36,24) - მაგთის ანძა (N41,37,00 E041,38,11), ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს ”საქაერონავიგაციისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”საქაერონავიგაციისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქაერონავიგაციისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
