წვდომის მენიუ

შპს ”სპეცსერვისი 008-ისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 377 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”სპეცსერვისი 008”-მ (რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №200021760) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/243-09; 06.07.09) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო მომსახურეობისთვის) მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორ-ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს  ერთი წლის ვადით 443,725 მჰც, 448,975 მჰც, 154,700 მჰც და 164,700 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც)  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”სპეცსერვისი 008-სთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”სპეცსერვისი 008-სთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სპეცსერვისი 008 -სთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები