წვდომის მენიუ

სს ”სასტუმრო აჭარასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 379 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2009

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”სასტუმრო აჭარა”-მ  (რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 211752174) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/260-09; 14.07.09) ქ.თბილისსა და ქ.ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს სს ”სასტუმრო აჭარას”  ერთი წლის ვადით 156.725 მჰც და 165,675 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც)  ქ.თბილისსა და ქ.ბათუმში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სს ”სასტუმრო აჭარისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”სასტუმრო აჭარისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”სასტუმრო აჭარისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები