წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 381 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№6/1860-09 27.07.2009) მიმართა შპს ”მედიევალმა”, შპს ”მედიევალი”-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის შპს ”რეალტივი-საქართველო”-სთვის გადაცემასთან დაკავშირებით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შემოწმებულ იქნა, შპს ”მედიევალი”-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის შპს ”რეალტივი-საქართველო”-სთვის გადაცემასთან დაკავშირებით, შპს ”მედიევალი”-ს განზრახვის შესაბამისობა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად,

”1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

გ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირი.”

ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რეალტივი-საქართველო” არ  ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში, შესაბამისად, კომპანია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კომპანია არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძლება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მონაცემებით, შპს ”მედიევალი” ახორციელებს №B84 ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას და მის მიერ ადგილი არ ჰქონია მაუწყებლობის შეწყვეტას წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, რაც ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „მედიევალი”-ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის შპს „რეალტივი-საქართველო“-სთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”მედიევალს“  მისცეს წინასწარი თანხმობა, კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის გადაცემაზე.

”მაუწყებოლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმა

:

1. მიეცეს თანხმობა შპს ”მედიევალს”, კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის შპს ”რეალტივი-საქართველო”-სთვის გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს ”რეალტივი-საქართველომ” კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის გადაცემის შესახებ  შესაბამისი ხელშეკრულების კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოთ შპს ”მედიევალს” და შპს ”რეალტივი-საქართველო”-ს, რომ ხელშეკრულებაში უნდა ასახონ სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი და კომისიის წინაშე ანგარიშვალდებული პირები, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) შპს ”რეალტივი-საქართველო”-ს მიერ შპს ”მედიევალი”-ს კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის გადაცემის ხელშეკრულების  წარმოდგენის შემდეგ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს ”რეალტივი-საქართველო”-თვის   ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარ                                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 . ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                                 . მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 . კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები