სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილ სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებებისა და
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ”კომისია”) 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (რომელიც წარმოადგენს ინტრენეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტს) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, დაეკისრათ გარკვეული სპეციფიკური ვალდებულებები.
კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულია სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების განცალკევებადი ფართოზოლოვანი რესურსი. სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსით სარგებლობის უზრუნველყოფა ხორციელდება აღნიშნული სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვებით, რესურსის მფლობელი შესაბამისი ავტორიზებული პირის მიერ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, მომსახურებისათვის გამოყენებული რესურსების ტერიტორიული განფენილობის და რესურსის ეფექტურად გამოყენების ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, განისაზღვრა სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები - თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის, საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორიის ფარგლებში (ადგილობრივი მომსახურების ზონების მიხედვით).
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, კომისიამ, 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, ადგილობრივი მომსახურების ზონებში მოქმედი ავტორიზებული პირების ფარდობითი საბაზრო წილები გაიანგარიშა მათი აბონენტების რაოდენობის მიხედვით. ავტორიზებული პირების მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილები, მომსახურების ზონების მიხედვით გაანგარიშდა შემდეგნაირად:
ცხრილი №1
|
მომსახურების ზონა |
აბონენტების რაოდენობა |
% წილი აბონენტების მიხედვით |
|
|
თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონა |
|||
|
სს ”გაერთიანებული ტელეკომი” |
211,794 |
60.0% |
|
|
შპს ”ახალი ქსელები” |
63,916 |
18.1% |
|
|
შპს ”ახტელი” |
54,677 |
15.5% |
|
|
სხვა დანარჩენი |
22,470 |
6.4% |
|
|
სულ |
352,857 |
100.0% |
|
|
ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონა |
|||
|
სს ”გაერთიანებული ტელეკომი” |
8,659 |
21.6% |
|
|
შპს ”ახალი ქსელები” |
31,350 |
78.4% |
|
|
სულ |
40,009 |
100.0% |
|
|
რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონა |
|||
|
სს ”გაერთიანებული ტელეკომი” |
5,432 |
20.4% |
|
|
შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” |
20,174 |
75.7% |
|
|
შპს ”მეტაკომი” |
1,055 |
4.0% |
|
|
სულ |
26,661 |
100.0% |
|
|
ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონა |
|||
|
სს ”გაერთიანებული ტელეკომი” |
9,930 |
97.2% |
|
|
შპს ”ახალი ქსელები” |
287 |
2.8% |
|
|
სულ |
10,217 |
100.0% |
|
|
ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონა |
|||
|
სს ”გაერთიანებული ტელეკომი” |
2,411 |
46.2% |
|
|
შპს ”ივერია ქსელი” |
2,812 |
53.8% |
|
|
სულ |
5,223 |
100.0% |
|
|
აჭარის ადგილობრივი მომსახურების ზონა |
|||
|
შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” |
23,803 |
86.2% |
|
|
შპს ”ალკომი” |
199 |
0.7% |
|
|
შპს ”საბატელი” |
3,603 |
13.1% |
|
|
სულ |
27,605 |
100.0% |
|
|
საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია |
|||
|
სს ”გაერთიანებული ტელეკომი” |
93,069 |
100% |
|
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის; დისკრიმინაციის აკრძალვის; დაშვების; დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის, ასევე სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები.
კომისია მიუთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ჰ37” პუნქტზე (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების დეფინიცია) და ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების განცალკევება, რომელთა გამოყენებასაც დასაბუთებულად ითხოვს მსურველი ავტორიზებული პირი, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი განცალკევება მას ადრე არ განუხორციელებია.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, კომისიაში წარმოდგენილი ბოლო მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, რაც 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებაში გამოყენებულ კრიტერიუმზე - ფაქტობრივად დატვირთულ სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების რაოდენობაზე აისახა. კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილი გარემოებების შეფასების საფუძველზე, ამ დებულების მუხლებით დადგენილი პრინციპებისა და მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტულ პირობებში.
კომისია აღნიშნავს, რომ სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილის ფართოზოლოვან რესურსის ეფექტური გამოყენება, აღნიშნულ რესურსთან შეუზღუდავი დაშვების გზით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც ინტერნეტის და ფართოზოლოვან რესურთან დაშვების ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით იმ ეტაპზე იქნა მოწესრიგებული. ფართოზოლოვანი მომსახურებისათვის გამოყენებული სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილის ფიზიკური რესურსის ეფექტური გამოყენება უზრუნველყოფს ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო და შესაბამისად საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების განვითარებას, რაც დადებითად აისახება კონკურენციის განვითარებაზე და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების ხარისხზე, ასევე ფასზე. სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილის ფიზიკური რესურსის ეფექტური გამოყენებით შესაძლებელია მოხდეს რესურსის გამოყენების ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა (მაგ. VDSL, ან ე.წ. V+DSL), რაც განაპირობებს მონაცემთა მაღალსიჩქარიან გადაცემას გარანტირებული ხარისხით. სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილის ფართოზოლოვანი რესურსის ეფექტური გამოყენების მიზნით, შესაძლებელია ადგილობრივი ფიქსირებული დაშვების ქსელის ელემენტის - სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვება მოხდეს, არა უშულოდ რესურსის მფლობელი ავტორიზებული პირის თანალოკაციის ფართზე კროსში - სააბონენტო სპილენძის წყვილის ბოლო კიდურა წერტილში, არამედ სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილის ყველა დასაშვებ წერტილში (ქსელის მთლიანობის პრინციპის დაცვით), ბოლო მომხმარებლის სააბონენტო მოწყობილობასა და სააბონენტო სპილენძის წყვილის კროსში დამაბოლოვებელ მოწყობილობას შორის.
კომისია ამავდროულად მიუთითებს იმ გარემეობაზე, რომ დღეის მდგომარეობით სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვება უზრუნველყოფილია სახაზო-საკაბელო წყვილთან უშუალო დაშვებით შესაბამისი ფიზიკური თანალოკაციით, სადაც ხდება იმ მოწყობილობების და აპარატურის განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი მაღალსიჩქარიანი ფართოზლოვანი არხის ორგანიზებას ბოლო მომხმარებლის სააბონენტო მოწყობილობამდე. ფიზიკური თანალოკაციისას ხდება რესურსის მფლობელი ავტორიზებული პირის დამატებითი სერვისებით სარგებლობა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ დაშვების მსურველი ავტორიზებული პირის მიერ ხდება თანალოკაციის ფართით სარგებლობა ფართოლზოვანი არხის ორგანიზებისათვის გამოყენებული აპარატურის მომსახურების მიზნით. საქართველოში, სატელეკომუნიკაციო ADSL და DSL მომსახურების მიწოდებას, სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვანი რესურსის გამოყენებით ახორციელებს არამარტო ის ავტორიზებული პირი,რომელიც ქირაობს სახაზო-საკაბელო სპილებძის წყვილის ფართოზლოლვან რესურსს, არამედ ვერტიკალურად ინტეგრირებული ავტორიზებული პირებიც, რაც ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვის განმაპირობებელი ფაქტორია, ბაზარის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუქტურა და კონკურენციის ობიექტური მახასიათებლები ნათლად ცხადყოფენ, რომ არსებული მდგომარეობის განვითარება მომავალში შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.
სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილის ფართოზოლოვანი რესურსის ეფექტურად გამოყენების და კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია მიიჩნევს, რომ უნდა განხორციელდეს სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტულ პირობებში კონკურენციის უზრუნველმყოფი შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე, რა მიზნითაც კომისიაში, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე (კომისიის ინიციატივით), უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადგილობრივი დაშვების ქსელში, ფართოზოლოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტის მკვეთრი განვითარების პირობებში, სადაც ბოლო მომხმარებლების დიდი უმეტესობა ინტერნეტ მომსახურებას იღებს ე.წ. DSL ტექნოლოგიის გამოყენებით, განვითარდა ადგილობრივი დაშვების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზარის სეგმენტი. მომსახურების მიწოდება ხორციელდება დაახლოებით 100 ათასი ადგილობრივი დაშვების ქსელის აბონენტისათვის, რაც დაახლოებით 40%-ით აღემატება 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის წინასწარი ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ ბოლო ორი წლიან პერიოდში განვითარდა ფიჭური ორგანიზების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტების, მათი რესურსების და სიმძლავრეების გამოყენებით ე.წ. მობილური ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი. ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ურთიეთშენაცვლებადობის საკითხის განსაზღვრისას, ყურადღება უნდა მიექცეს ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. ბოლო მომხმარებლის მიერ მოძრავი (GPRS, WAP) ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებულ ერთი მეგაბაიტ ინფორმაციაზე გადასახდელი საფასური ყველაზე მაღალია, სხვა ალტერნატიულ ტექნოლოგიასთან შედარებით. ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე, სააბონენტო სპილენძის წყვილებით ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებულ 1 მეგაბაიტ ინფორმაციაზე გადასახდელი საფასური დაბალი სიჩქარის ე.წ. ”დაილაპ კომუტირებადი ინტერნეტ-მომსახურებით” სარგებლობის შემთხვევაში საშუალოდ 13,1 თეთრს შეადგენს, ერთ მეგაბაიტ ინფორმაციაზე გაანგარიშებით, ხოლო ამავე მაჩვენებლის ოდენობა ე.წ. “ADSL” ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების შემთხვევაში თითქმის 5-ჯერ ნაკლებია და 2,74 თეთრს შეადგენს.
კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ”ვ.ე” პუნქტის შესაბამისად, ერთ გეოგრაფიულ სეგმენტზე ფუნქციონალურად ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები განიხილება ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ერთ საზღვრებში, იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების სახეებზე ტარიფების დონეებს შორის განსხვავება აღემატება 20 პროცენტს და აღნიშნული განსხვავება გამოწვეულია ავტორიზებული პირების საქმიანობაში მასშტაბით ან მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის ფაქტორით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიზანი და ამოცანაა კონკურენციის უზრუნველყოფა, როგორც სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზარზე, ასევე ადგილობრივი დაშვების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზარის სეგმენტზე, აგრეთვე ფიჭური ორგანიზების, ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზარის სეგმენტზე. კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბაზრის სეგმენტებზე, კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის და ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის ნაწილში;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ადგილობრივი დაშვების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზარის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის მიზნით;
3. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიჭური ორგანიზების, ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზარის სეგმენზე კვლევისა და ანალიზის მიზნით;
4. სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო მომსახურების, ისევე როგორც ადგილობრივი დაშვების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტების, მათი რესურსების და სიმძლავრეების, აგრეთვე ფიჭური ორგანიზების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების, მათი რესურსების და სიმძლავრეების მფლობელმა ავტორიზებულმა პირებმა, 2009 წლის 27 აგვისტომდე წარმოადგინონ კომისიაში ინფორმაცია, გეოგრაფიული ზონების მიხედვით, ინტერნეტის საცალო მომხმარებლების რაოდენობის, საცალო მომსახურების სახეების და ტარიფების, ასევე ამ მომსახურების სახიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების შესახებ;
5. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 7 სექტემბერს, 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
7.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).
9. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
