წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 386 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 14, 2009

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N 39 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-17 პუნქტის საფუძველზე

             გადაწყვიტა:

1.      კომისიის №39 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხის (ააიპ ”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ) განხილვა გადატანილ იქნეს 2009 წლის 21 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში;  

2. კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N 39 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები