წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 387 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 14, 2009

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით №188-ს, 08.07.09) სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონებში, ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების  და მოხმარებული სიხშირეების  ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.

   “ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42,21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად      

გადაწყვიტა: 

1.    მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ფიქსირებული სიხშირეები ამ  გადაწყვეტილების დანართში მითითებული ჩამონათვალის მიხედვით,  ერთი წლის ვადით   2010 წლის  14  აგვისტომდე;

2.    სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი. ხარებავა);

4. საქართველოს  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)   1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

7.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                  ი.ჩიქოვანი                                                                          

კომისიის     წევრი                            ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                              კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                               ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები