წვდომის მენიუ

შპს “საქართველოს რკინიგზისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 388 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 14, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “საქართველოს რკინიგზამ” (რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 202886010) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/277-09; 27.07.09) ქ. მარნეულში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (სოფ. მარაბდა) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “საქართველოს რკინიგზას” ერთი წლის ვადით 150.425 მჰც და 156.425 მჰც სიხშირეები ქ. მარნეულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (სოფ. მარაბდა) ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “საქართველოს რკინიგზისთვის” მინიჭებული სიხშირეები  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის  ცვლილების შემთხვევაში  შპს “საქართველოს რკინიგზისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე); 

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “საქართველოს რკინიგზისთვის”    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები