შპს ”რადიო არტი”-ს (ყოფილი შპს ”23 მაისი”) №B52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 14, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (14.05.2009 №7/169-09) მიმართა შპს ,,რადიო არტმა“ კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და 2001 წლის 28 სექტემბრამდე მისი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირის დაბრუნების მოთხოვნით, რომლის დათმობაც კომპანიის მიერ განხორციელდა დროებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, კომისიის თხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო არტი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიას, რომელიც გაცემულ იქნა შპს „23 მაისზე“ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ყოფილი სამინისტროს მიერ 1997 წლის 8 ოქტომბერს (ლიცენზიის №347) და რომელიც ითვალისწინებდა მაუწყებლობას შემდეგი პარამეტრებით:
თბილისის ტელეანძა 102,4 მგჰც - 1,0 კვტ; 97,7 მგჰც - 0,25;
გორი - ტელეანძა 100,6 მგჰც - 0.25კვტ;
ქუთაისი - ტელეანძა 100,3 მგჰც - 0,50კვტ;
ბათუმი - მწვანე კონცხის ტელეანძა 102,3 მგჰც - 0,25კვტ;
ზუგდიდი - ტელეანძა 101,3 მგჰც - 1,0კვტ;
თელავი - ცივის ტელეანძა 100,6 მგჰც - 0,25კვტ;
ლაგოდეხი - ბაისუბნის ტელეანძა 102,4 მგჰც - 0,25კვტ;
ახალციხე - ტელეანძა 102,4 მგჰც - 0,30კვტ;
კომისია აღნიშნავს, რომ ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, შპს ”23 მაისის” №347 ლიცენზია, რომელიც მოიცავდა 9 სიხშირეს, გატარებულ იქნა ხელახალ რეგისტრაციაში, ”შპს ”23 მაისის” ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ” კომისიის 2001 წლის 2 თებერვლის №30/5 გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს „23 მაისს“ ქ.თბილისში 97.7 მჰც სიხშირის ნაცვლად გამოეყო სიხშირე 100.9 მჰც 250 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით რესპუბლიკური რადიოს მე-2 პროგრამის ტრანსლიაციისთვის.
2001 წლის 28 სექტემბერს, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N452/13 „შპს ”23 მაისის” №347 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირეების შეცვლის შესახებ” აღნიშნული გადაწყვეტილებით, შეცვლილი იქნა შპს „23 მაისის“ N347 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეები შემდეგნაირად:
1) ქ. გორში, ნაცვლად 100,6 მგჰც - 0.25კვტ, გამოეყო სიხშირე 101,9 მგჰც- 0.25კვტ;
2) ქ. ქუთაისში, ნაცვლად 100,3 მგჰც - 0,50კვტ, გამოეყო სიხშირე 104,5 მგჰც - 0,50კვტ;
3) ქ. ბათუმში, ნაცვლად 102,3 მგჰც - 0,25კვტ, გამოეყო სიხშირე 101,0 მგჰც - 0,25 კვტ;
4) ქ. ზუგდიდში, ნაცვლად 101,3 მგჰც - 1,0კვტ, გამოეყო სიხშირე 101,9 მგჰც - 1,0 კვტ;
5) ქ. თელავში, ნაცვლად 100,6 მგჰც - 0,25კვტ, გამოეყო სიხშირე 105,5 მგჰც - 0,25 კვტ;
6) ქ. ლაგოდეხში, ნაცვლად 102,4 მგჰც - 0,25კვტ, გამოეყო სიხშირე 105,9 მგჰც - 0,25 კვტ;
7) ქ. ახალციხეში, ნაცვლად 102,4 მგჰც - 0,30კვტ, გამოეყო სიხშირე 101,9 მგჰც - 0,30 კვტ;
8) ქ. თბილისში, ნაცვლად 102.4 მჰც - 1,0 კვტ და 100,9 მჰც - 0.25 კვტ გამოეყო სიხშირე 101,9 მჰც 1,0კვტ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „23 მაისის“ მიერ ქ.თბილისში მისი კუთვნილი ორი სიხშირის დათმობა განხორციელდა კომისიის თხოვნით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, დროებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში დაცულია შპს „23 მაისის“ წერილი (18.05.2001 N6/98), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „23 მაისი“ ითვალისწინებს რა რადიომსმენელებისთვის სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას და რესპუბლიკურ რადიოსთან შექმნილი პრობლემის ტექნიკური გადაწყვეტის სირთულეს, თანახმაა დროებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბებამდე, დათმოს სიხშირე 102,4 მჰც, საქართველოს რადიოს პირველი პროგრამის მაუწყებლობისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2002 წლის 27 სექტემბრის N363/6 გადაწყვეტილებით შპს „23 მაისის“ N347 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა, რომელიც გაანგარიშებულ იქნა 8 სიხშირეზე და შეადგინა 46,939.50 (ორმოცდაექვსი ათას ცხრაას ოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი). კომპანიის მიერ სრულად არის დაფარული ზემოაღნიშნული სალიცენზიო გადასახდელი.
„საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოდიფიცირდა შპს „23 მაისის“ ლიცენზია N347 კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიად.
შპს ”23 მაისმა”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 16 მაისის ბრძანების №5251/005–4/4/1223 საფუძველზე მოახდინა ცვლილება სამეწარმეო რეესტრში, კერძოდ, საზოგადოების სახელწოდება ”23 მაისი” შეიცვალა სახელწოდებით შპს ”რადიო არტი”. აღნიშნული დოკუმენტაცია შპს ”რადიო არტმა” წარმოადგინა კომისიაში, რის საფუძველზეც კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებით, მოდიფიცირდა შპს „რადიო არტის“ კუთვნილი №B52 ლიცენზია და ქ. გორში, ნაცვლად 101,9 მგჰც- 0.25კვტ რადიოსიხშირისა, გამოეყო სიხშირე 103,0 მგჰც - 0,25 კვტ, ხოლო, „შპს ,,რადიო არტის” №B52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 21 მარტის №147/2 გადაწყვეტილებით, მოდიფიცირდა შპს „რადიო არტის“ კუთვნილი №B52 ლიცენზია და ქ. ახალციხეში, ნაცვლად 101,9 მგჰც- 0.30კვტ რადიოსიხშირისა, გამოეყო სიხშირე 104,2 მგჰც - 0,30 კვტ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო არტის“ მოთხოვნა, მისი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირის დაბრუნების თაობაზე, რომლის დათმობაც კომპანიის მიერ განხორციელდა დროებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, საფუძვლიანია.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, შპს ”რადიო არტის” განცხადების საფუძველზე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის 2009 წლის 10 ივლისის №327/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიო არტის” №B52 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო არტს” „შპს „23 მაისის“ N347 ლიცენზიის (საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2002 წლის 27 სექტემბრის N363/6 გადაწყვეტილებით, სალიცენზიო გადასახდელი განესაზღვრა 8 სიხშირეზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია, კომპანიის მიერ დროებით დათმობილი რადიოსიხშირის სანაცვლოდ გამოყოფილ თავისუფალ სიხშირზე, გაუანგარიშდეს სალიცენზიო გადასახდელი, რომლის გადახდაც კომპანიის მიერ განხორციელდება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, შპს ”რადიო არტმა” 2009 წლის 14 მაისის №7/169-09 განცხადებაში მზადყოფნა გამოთქვა, რომ დაზუსტებული გაანგარიშების შემთხვევაში, მის მიერ დაფარულ იქნება შესაბამისი თანხა.
კომისიაში 2009 წლის 7 აგვისტოს გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა შპს ”რადიო არტის” დირექტორი - ლია ახალაძე.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ იქნა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”რადიო არტს”, ქ. თბილისში, ამჟამად არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან, შესაძლებელია გამოეყოს 97.5მჰც სიხშირე, შესაბამისი 1000 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, რომელიც განთავსდება თბილისის სატელევიზიო ანძაზე არაუმეტეს 6 დბ ანტენის გაძლიერებით და არ გამოიწვევს მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონის ზრდას.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება 97.5 მჰც სიხშირეზე, რომელმაც შეადგინა 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე, შპს „რადიო არტის“ დირექტორმა ქალბატონმა ლია ახალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო არტის“ მოთხოვნა საფუძვლიანია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, მიზანშეწონილია მოდიფიცირდეს შპს ”რადიო არტის” კუთვნილი №B52 ლიცენზია და შევიდეს ცვლილებები კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ”რადიო არტის” კუთვნილი №B52 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების 31-ე პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”31. ა) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი; 97,5 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
2. შპს „რადიო არტს“ განესაზღვროს სალიცენზი გადასახდელი - 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით;
3. უზრუნველყოს შპს „რადიო არტმა“ სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
ხაზინის ერთიანი ანგარიში |
|
ანგარიშის N |
200122900 |
|
ბანკი |
სახელმწიფო ხაზინა |
|
კოდი |
220101222 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
300773062 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. უზრუნველყოს შპს „რადიო არტმა“ სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
891.00 ლარი - 2009 წლის 14 სექტემბრამდე;
891.00 ლარი - 2009 წლის 14 ოქტომბრამდე;
891.00 ლარი - 2009 წლის 14 ნოემბრამდე;
891.00 ლარი - 2009 წლის 14 დეკემბრამდე;
891.00 ლარი - 2010 წლის 14 იანვრამდე;
891.00 ლარი - 2010 წლის 14 თებერვლამდე;
891.00 ლარი - 2010 წლის 14 მარტამდე;
891.00 ლარი - 2010 წლის 14 აპრილამდე;
891.00 ლარი - 2010 წლის 14 მაისამდე;
891.00 ლარი - 2010 წლის 14 ივნისამდე;
891.00 ლარი - 2010 წლის 14 ივლისამდე.
891.00 ლარი - 2010 წლის 14 აგვისტომდე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ,,რადიო არტისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო არტი”-სთვის ჩაბარებისთანავე;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
