შპს „საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციისთვის“ 13გჰც დიაპაზონში გამოყოფილი სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.თბილისში აეროპორტსა და რადიოსალოკაციო სადგურებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლისთვის, ქ.ბათუმის და ქ.სენაკის აეროპორტიდან ინფორმაციის მისაღებად და საკომუნიკაციო ქსელთან კავშირისთვის. სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კომისიამ კენისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „საქაერონავიგაციას“ სიხშირეები ზოლის სიგანით 14 მჰც ქ.თბილისში მონაკვეთებზე: რადიოლოკატორი – აეროპორტი, 12934.75 მჰც და 13200.75 მჰც; რადიოლოკატორი – აეროპორტი, 12948.75 მჰც და 13214.75 მჰც; რადიოლოკატორი – მაგთის ოფისი, 12962,75 და 13228,75 მჰც; ქ.სენაკში, სიხშირეები ზოლის სიგანით 14 მჰც მონაკვეთებზე: აეროპორტი – სატელევიზიო ანძა 12934,75 მჰც და 13200,75 მჰც; აეროპორტი – სატელევიზიო ანძა, 12948.75 მჰც და 13214.75 მჰც და ქ.ბათუმში, სიხშირე ზოლის სიგანით 14 მჰც მონაკვეთზე: აეროპორტი – მაგთის ანძა, 12948.75 მჰც და 13214.75 მჰც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „საქაერონავიგაციისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქაერონავიგაციისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქაერონავიგაციისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
