რიგი ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 14, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.”
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიას, კომისიის მიერვე განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (06.08.2009 N10/417-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ
მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ჩათვლით რეგულირების საფასურის დავალიანება გააჩნია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ 10 კომპანიას: შპს ”ვიტელ ჯორჯია”- 659.71 ლარი, შპს ”პელიკომი” - 250.34 ლარი, შპს ”საქტელკომპლუსი” - 151.41 ლარი, შპს ”ნორმა” - 11.53 ლარი, შპს ”ნორმა პლუსი” - 11.13 ლარი, შპს ”მაქსტელკომი” - 11.01 ლარი, ინდ. მეწარმე ”ლაშა მოდებაძე” - 10.86 ლარი, ინდ. მეწარმე ”მარლენ გრიგალაშვილი” - 7.82 ლარი, ინდ. მეწარმე ”კობა გიორგაძე” - 6.74 ლარი და ინდ. მეწარმე ”დიმიტრი მილევსკი” - 6.11 ლარი.
რეგულირების საფასურის გაანგარიშებები სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში არ წარმოუდგენია 50 კომპანიას, მათ შორის:
1. არასდროს არ წარმოუდგენია 1 კომპანიას: შპს „TV ERA”;
2. 2004 წლიდან დღემდე 3 კომპანიას: ინდ. მეწარმე ”ზაზა პეტრიაშვილი”, შპს ”მთაწმინდა ტელერადიოკომპანია” და ინდ. მეწარმე ”შალვა ოქრუაშვილი”;
3. 2005 წლიდან დღემდე 5 კომპანიას: შპს ”მადი”, სპს ”კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე ნეტი”, შპს ”ნიკა 95”, შპს ”ა+ბ” და შპს ”რიკა”;
4. 2006 წლიდან დღემდე 2 კომპანიას: შპს ”ჯეოტელი” და ინდ. მეწარმე ”ინგა გოგიტიძე”;
5. 2007 წლიდან დღემდე 7 კომპანიას: შპს ”ასა TV”, შპს ”სატელაიტი”, შპს ”alpha Telekom“, სს ”თელეთის ნავთობის კორპორაცია”, შპს ”ერა”, ინდ. მეწარმე ”მამუკა კალანდარიშვილი” და შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრი”;
6. 2008 წლიდან დღემდე 8 კომპანიას: შპს ”მაქსტელკომი”, ინდ. მეწარმე ”ოლეგ უგრეხელიძე”, შპს ”საქაერონავიგაცია”, შპს ”ტელერადიოკომპანია ”ზარი”, შპს ”დმნ კომუნიკაცია”, შპს ”ზანდო 2004”, შპს ”TV გორი” და ინდ. მეწარმე ”ლაშა მოდებაძე”;
7. 2009 წელს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები სხვადასხვა თვეების განმავლობაში არ წარმოუდგენია 24 კომპანიას: კავშირი \\\\\\\"კაბელი\\\\\\\", ინდ. მეწარმე ”კოსმოსი”, შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”, შპს ”ტელევიზია კახეთი”, ინდ. მეწარმე ”გოჩა სამხარაძე”, შპს”ინფოტელი”, შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი”, შპს”სტვ-7”, შპს ”რეალკომი”, შპს ”ქვანტუმ გრუფი”, ინდ. მეწარმე ”პაატა ფუტკარაძე”, ინდ. მეწარმე ”ივანე ხეიძე”, შპს ”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი”, შპს „ATEL”, შპს”საქართველოს ტელეკომი”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”, შპს ”ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთი”, შპს ”სერვისლაინი”, ინდ. მეწარმე ”გიორგი კოღუაშვილი”, შპს ”ჰაიკომი”, შპს ”საბატელი”, შპს ”ნორმა პლუსი”, შპს ”ელი” და შპს ”მიკრონი”.
რეგულირების საფასურის თანხები სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში არ ჩაურიცხია კომისიის ანგარიშზე 25 კომპანიას, მათ შორის:
1. 2004 წლიდან დღემდე 3 კომპანიას: ინდ. მეწარმე ”ზაზა პეტრიაშვილი”, შპს ”მთაწმინდა ტელერადიოკომპანია” და ინდ. მეწარმე ”შალვა ოქრუაშვილი”;
2. 2005 წლიდან დღემდე 1 კომპანიას: შპს ”ჯეოტელი”;
3. 2007 წლიდან დღემდე 7 კომპანიას: შპს ”რიკა”, შპს ”ასა TV”, შპს ”სატელაიტი”, შპს ”მაქსტელკომი”, სს ”თელეთის ნავთობის კორპორაცია”, ინდ. მეწარმე ”მამუკა კალანდარიშვილი” და შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრი”;
4. 2008 წლიდან დღემდე 5 კომპანიას: შპს „TV ERA”, ინდ. მეწარმე ”ლაშა მოდებაძე”, შპს”საქაერონავიგაცია”, შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1” და კავშირი \\\\\\\"კაბელი\\\\\\\";
5. 2009 წელს რეგულირების საფასურის თანხები სხვადასხვა თვეების განმავლობაში არ ჩაურიცხია კომისიის ანგარიშზე 9 კომპანიას: შპს ”ქვანტუმ გრუფი”, შპს ”რეალკომი”, შპს ”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი”, შპს „ATEL”, ინდ. მეწარმე ”დიმიტრი მილევსკი”, შპს ”პელიკომი”, შპს ”ნორმა პლუსი”, შპს ”ნორმა” და შპს ”ვიტელ ჯორჯია”.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კომპანიებიდან ყველა წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, გარდა სამი კომპანიისა, რომლებიც არიან კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები. კერძოდ, აღნიშნული კომპანიებია: შპს ტელე რადიოკომპანია „თრიალეთი“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB56 და NB57 ლიცენზიებს, შპს „ტელერადიოკომპანია „ზარი“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB43 და NB44 ლიცენზიებს და შპს „TV ERA”, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB2 ლიცენზიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და საფინანსო დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2009 წლის 7 აგვისტოს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ზემოაღნიშნული ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირების სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა, კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ზანდო 2004”-ს, შპს ”TV გორი”-ს, ინდ.მეწარმე „ოლეგი უგრეხელიძის“, შპს „ნორმა პლუსის“-ს, შპს „ელის“, შპს „ინფოტელის“, ინდ.მეწარმე „ივანე ხეიძის“, შპს „საქტელკომ პლუსის“, შპს „ჰაიკომის“ შპს „ვიტელ ჯორჯიას“, სპს „კაკაურიძე და შაორშაძე ჯე შე ნეტის“, შპს „პელიკომის“, შპს „საბატელის“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფორპტნეტის“, შპს „საქართველოს ტელეკომის“, შპს „საქაერონავიგაციის“, შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”-ს, შპს „ჯეოტელის“, შპს „ქვანტუმ გრუფის“, შპს „TV ERA”-ს, შპს „ტელევიზია კახეთის“, შპს „ა+ბ“-ს და შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტების განმარტებაზე დაყრდნობით, კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „პელიკომს“ კომისიაში წარმოდგენილ რეგულირების საფასურის გაანგარიშებაში, შეცდომით ჰქონდა გამოთვლილი რეგულირების საფასურის თანხა და აღნიშნული გაანგარიშების გასწორების შემდეგ, დარჩა მეტობით ჩარიცხული რეგულირების საფასური. შესაბამისად, შპს „პელიკომს“ კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია. შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებები კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 5 აგვისტოს, ხოლო შპს ”alpha Telekom“-ის და შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ მიერ 2009 წლის 7 აგვისტოს, ანუ სანქცირების დაწყების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის ინფორმაციის შესაბამისად,
1.2009 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, რეგულირების საფასურის დავალიანება დაფარეს შემდეგმა ავტორიზებულმა პირებმა - შპს „ვიტელ ჯორჯია“, შპს „საქტელკომპლუსი“, შპს „ნორმა“, შპს „ნორმა პლუსი“, ინდ.მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“.
2. 2009 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, რეგულირების საფასურსი გაანგარიშებები წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს „ჯეოტელი“, ინდ.მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილი“, შპს „ტელერადიოკომპანია ზარი“, ინდ.მეწარმე „ოლეგი უგრეხელიძე“, შპს „საქართველოს ტელეკომი“, შპს „ნორმა პლუსი“, შპს „ინფოტელი“, ინდ.საწარმო „კოსმოსი“, შპს „რეალკომი“ შპს „ქვანტუმ გრუპი“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“, შპს „სტვ 7“, ინდ.მეწარმე „ივანე ხეიძე“, ინდ.მეწარმე „გიორგი კოღუაშვილი“, შპს „ჰაიკომი“, შპს „საბატელი“ და შპს „ელი“.
კომისიის სხდომაზე, შპს „ნორმა პლუსის“ წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიის მიერ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის დაგვიანებით ჩარიცხვა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ კომპანიის ანგარიშები დაყადაღებული იყო სასამართლოს მიერ და კომპანია მზად არის კომისიაში წარმოადგინოს სასამართლოს განჩინება, ყადაღის დადებასთან დაკავშირებით.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია, გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების საფასურის ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ რიგი ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ, ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას, ხოლო აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პელოკომის“, შპს „საქაერონავიგაციის“, შპს ”alpha Telekom“-ის და შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ მიმართ უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან, კომპანიების მიერ აღმოფხვრილ იქნა დარღვევა, კომისიაში ამ დარღვევებისთვის სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ხოლო შპს „ნორმა პლუსის“ საკითხის განხილვა, დამატებითი შესწავლის მიზნით, უნდა გადაიდოს 2009 წლის 22 აგვისტოს 16:00 საათისთვის.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 31 ივლისის N362/22 გადაწყვეტილებით, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმას, თუ რას წარმოადგენს დარღვევის შინაარსი, კერძოდ ეს არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობა, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტს შეადგენს 35,302.70 (ოცდათხუთმეტი ათას სამას ორი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტს“, ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან სხვა ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს, რომლებსაც დაუდასტურდათ დარღვევა, კერძოდ რეგულირების საფასურის დავალიანების არსებობა ან/და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობა კომისიაში და აღნიშნული კომპანიები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ არიან სანქცირებულები, კომისიას მიაჩნია, რომ ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ამ პირების მიმართ, სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრმა ი.მოსეშვილმა თავი შეიკავა)
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შემდეგ ავტორიზებულ პირებს: შპს ”ვიტელ ჯორჯიას”, შპს ”საქტელკომპლუსს”, შპს ”ნორმას”, შპს ”მაქსტელკომს”, ინდ. მეწარმე ”ლაშა მოდებაძეს“, ინდ. მეწარმე ”მარლენ გრიგალაშვილს”, ინდ. მეწარმე ”კობა გიორგაძეს”, ინდ. მეწარმე ”დიმიტრი მილევსკის”, ”ზაზა პეტრიაშვილს”, შპს ”მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას” და ინდ. მეწარმე ”შალვა ოქრუაშვილს”; შპს ”მადის”, სპს ”კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე ნეტს”, შპს ”ნიკა 95”-ს, შპს ”ა+ბ”-ს, შპს ”რიკას”, შპს ”ჯეოტელს” ინდ. მეწარმე ”ინგა გოგიტიძეს”; შპს ”ასა TV”-ს, შპს ”სატელაიტს”, სს ”თელეთის ნავთობის კორპორაციას”, შპს ”ერას”, ინდ. მეწარმე ”მამუკა კალანდარიშვილის”, შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრს”, ინდ. მეწარმე ”ოლეგ უგრეხელიძეს”, შპს ”დმნ კომუნიკაციას”, შპს ”ზანდო 2004”-ს, შპს ”TV გორს”, კავშირი \\\\\\\"კაბელს\\\\\\\", ინდ. მეწარმე ”კოსმოსს”, შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”-ს, შპს ”ტელევიზია კახეთს”, ინდ. მეწარმე ”გოჩა სამხარაძეს”, შპს ”ინფოტელს”, შპს ”სტვ-7”-ს, შპს ”რეალკომს”, შპს ”ქვანტუმ გრუფს”, ინდ. მეწარმე ”პაატა ფუტკარაძეს”, ინდ. მეწარმე ”ივანე მხეიძეს”, შპს ”კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს”, შპს „ATEL”-ს, შპს”საქართველოს ტელეკომს”, შპს ”სერვისლაინს”, ინდ. მეწარმე ”გიორგი კოღუაშვილს”, შპს ”ჰაიკომს”, შპს ”საბატელს”, შპს ”ელის” და შპს ”მიკრონს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. მიეცეს გაფრთხილება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს: შპს ტელერადიოკომპანია „თრიალეთს“, შპს ტელერადიოკომპანია „ზარს“ და შპს „TV ERA”-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
3. დაჯარიმდეს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
4. უზრუნველყოს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანმა ტელეკომუნიკაციის ქსელმა - ფოპტნეტმა“ 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;
5. უზრუნველყონ შემდეგმა ავტორიზებულმა პირებმა:
ა) შპს ”მაქსტელკომი” - 11.01 ლარი;
ბ) ინდ. მეწარმე ”ლაშა მოდებაძე” - 10.86 ლარი;
გ) ინდ. მეწარმე ”კობა გიორგაძე” - 6.74 ლარი;
დ) ინდ. მეწარმე ”დიმიტრი მილევსკი” - 6.11 ლარი.
რეგულირების საფასურის დავალიანების 7 კალენდარული დღის ვადაში გადახდა კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;
-ა/ანგარიში: 7434136;
-კოდი: 220101956;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
6. უზრუნველყონ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულმა პირებმა, (გარდა შემდეგი კომპანიებისა: შპს „ჯეოტელი“, ინდ.მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილი“, შპს „ტელერადიოკომპანია ზარი“, ინდ.მეწარმე „ოლეგი უგრეხელიძე“, შპს „საქართველოს ტელეკომი“, შპს „ნორმა პლუსი“, შპს „ინფოტელი“, ინდ.საწარმო „კოსმოსი“, შპს „რეალკომი“ შპს „ქვანტუმ გრუპი“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“, შპს „სტვ 7“, ინდ.მეწარმე „ივანე ხეიძე“, ინდ.მეწარმე „გიორგი კოღუაშვილი“, შპს „ჰაიკომი“, შპს „საბატელი“, შპს „ელი“, შპს „მაქსტელკომი“, ინდ.მეწარმე „ლაშა მოდებაძე“, ინდ.მეწარმე „კობა გიორგაძე“, ინდ.მეწარმე „დიმიტრი მილევსკი“), რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა 7 კალენდარული დღის ვადაში;
7. შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემდეგი ავტორიზებული პირების მიმართ: შპს „პელოკომი“, შპს „საქაერონავიგაცია“, შპს ”alpha Telekom“-ი და შპს „აჭარის ელექტროკავშირი“.
8. შპს „ნორმა პლუსის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, საკითხის განხილვა გადაიდოს 2009 წლის 21 აგვისტოს 16:00 საათისთვის.
9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში შეტანის უზრუნველყოფა;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
11. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნების დღიდან;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
