წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 399 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2009

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს N 41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

                გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს N 41 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 8 (რვა) საკითხი:

ა) შპს ”აია+”-სა და შპს ”აისი+”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირებაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

ბ) შპს ”მაგთიკომისა” და შპს ”საქართველოს ტელეკომის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე (მომხს. უ. სეთური);

გ) შპს ”გიჩა”-სთვის ნუმერაციის რესურსი მინიჭების შესახებ (მომხს. გ. თარაშვილი);

დ) ტელეკომპანია ”РЕН ТВ”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს.  გ. ხოჯევანიშვილი);

ე) ტელეკომპანია ”НТВ”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს.  გ. ხოჯევანიშვილი);

ვ) ტელეკომპანია ”ТВ-Центр”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს.  გ. ხოჯევანიშვილი);

ზ) ტელეკომპანია ”Россия”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. გ. ხოჯევანიშვილი);

თ) ტელეკომპანია ”Култура”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს.  გ. ხოჯევანიშვილი).

2. კომისიის 2009 წლის 21 ივლისის N 41 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები