წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 3 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 4 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2009

მიღების თარიღი იანვარი 27, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 27 იანვრის N 3 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. 2009 წლის 27 იანვრის N 3 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის №742/2 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. მ. აროშიძე).

გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა).

2. გადატანილ იქნეს № 3 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-14 (შპს ”ახალი ქსელების” 23 დეკემბრის № 1167 განცხადების განხილვისა და სს ’საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების თაობაზე) და მე-15 საკითხები (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის № 716/16 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობის შესახებ შპს ”საბატელის” განცხადების განხილვის თაობაზე) 2009 წლის 06 თებერვლის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

3. 2009 წლის 27 იანვრის N 3 კომისიის სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი           ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                      ზ. ნონიკაშვილი    

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                      კ. კვიტაიშვილი                                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები