წვდომის მენიუ

შპს ”საბატელს” და შპს ”ვემატელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების საკითხის განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 403 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”საბატელმა” (24.06.2009 №6/1892-05) და წარმოუდგინა შპს ”ვემატელთან” 2009 წლის 10 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”საბატელი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N12-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ვემატელი”-სათვის სრულად გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”საბატელი”, შპს ”ვემატელს” გადასცემს ლიცენზია №N12-დან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, ნუმერაციის რესურს ქ.ბათუმში სატელეფონო ინდექსით: 30XXX – 34XXX, სულ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერს.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საბატელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX – 34XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა ორჯერ იქნა გადატანილი. პირველად აღნიშნული საკითხი კომისიას უნდა განეხილა 2009 წლის 10 ივლისს და საკითხი შეტანილი იქნა 2009 წლის 10 ივლისის კომისიის №32 სხდომის დღის წესრიგში, მაგრამ გაადაიდო 2009 წლის 24 ივლისის სხდომისათვის, საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით.

2009 წლის 24 ივლისს გაიმართა კომისიის №35 სხდომა. სხდომის დღის წესრიგში მე-3 საკითხად ჩანიშნული შპს ”საბატელსა” და შპს ”ვემატელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე კომისიამ იმსჯელა და ვინაიდან საკითხი მოითხოვდა მხარეებისაგან პოზიციების დაზუსტებას, იხელმძღვანელა რა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, აღნიშნული საკითხის განხილვა განმეორებით გადაიტანა კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს სხდომისათვის. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე.

კომისიამ, 2009 წლის 21 აგვისტოს №41 სხდომის მე-5 საკითხად ჩანიშნული შპს ”საბატელსა” და შპს ”ვემატელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საკითხის განხილვა, კვლავ ვერ შეძლო, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, რის გამოც იხელძღვანელა რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 101-ე მუხლების, აგრეთვე მე-100 მუხლის  მე-3 და მე-4 ნაწილით, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ”საბატელის” და შპს ”ვემატელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიის გადაპირების საკითხის განხილვა გადაიდოს 2009 წლის 25 სექტემბრისათვის, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად.

2.  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი გადაეგზავნოთ შპს ”საბატელს” და შპს ”ვემატელს”.

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

4.  გადაწყვეტილება არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით.

კომისიის თავჯდომარე:                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი:                                                                            ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი:                                                                            ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები