შპს “აია +”-სა და შპს “აისი +” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 21, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“), აღნიშნავს, რომ კომისიას 2009 წლის 04 აგვისტოს, განცხადებით მიმართა შპს “აია +”-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/1921-09). განმცხადებელმა კომისიას წარმოუდგინა შპს “აისი +”-თან 2009 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება, პირდაპირი გადაპირების წესით, შპს ”აია +”-ის მიერ № F71 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”აისი +”-სათვის გადაცემის შესახებ და მოითხოვა ცვლილებების შეტანა უწყებრივ რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “აია +” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №71 ლიცენზიას, რომლის შესაბამისად გამოყოფილი აქვს 2.6-2.7 გჰც რადიოსიხშირული ზოლი, ქ. ქუთაისში, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის რაიონებში ავტორიზებული საქმიანობისათვის. კომისიის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შპს ”აია+”-ს მინიჭებული აქვს 2019 წლის 24 აპრილამდე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”აისი +” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №72 ლიცენზიას, რომლის შესაბამისად გამოყოფილი აქვს 2.5-2.6 გჰც რადიოსიხშირული ზოლი, ქ. ქუთაისში, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის რაიონებში ავტორიზებული საქმიანობისათვის. კომისიის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შპს ”აია+”-ს მინიჭებული აქვს 2019 წლის 24 აპრილამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების განხილვა ჩაინიშნა 2009 წლის 21 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, რის შესახებაც ეცნობათ შპს ”აია +”-ს და ”აისი +”-ს შეტყობინებებით საკითხის განხილვის ადგილისა და თარიღის მითითებით (წერილები 02/1834-09 და 02/1833-09).
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 21 აგვისტოს კომისიას წერილობით მიმართა შპს ”აია+”-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/2228-09) და მოთხოვა შპს ”აისი+”-ზე რადიოსიხშირული ზოლის გადაპირების თაობაზე დაწყებული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, კომისიამ კეჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ”აია+”-ს მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F71 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე და შეწყდეს შპს ”აია+”-ის განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”აია +”-სთვის და ”აისი+”-სათვის გაგზავნა, დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”აია +”-სათვის და ”აისი+”-სათვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
