წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 412 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2009

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 27 აგვისტოს N 42 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

                გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2009 წლის 27 აგვისტოს N 42 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) ”საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე” დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

2. კომისიის 2009 წლის 27 აგვისტოს N 42 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები