წვდომის მენიუ

”საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსები

ნომერი: 415 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 511-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ”არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.” ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანამხად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში არა უმეტეს ოთხჯერ განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით; კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 511-ე  მუხლის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე” დადგენილების მიღების მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი), მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტთან (გ. რატიშვილი) ერთობლივად,  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. ”საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე” დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა  გაიმართოს 2009 წლის 25 სექტემბერს 16.00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღების შემდეგ;

4. გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის კომისიის ოფილიალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტსა (კ. ყურაშვილი) და  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩიქოვანი

წევრი                                                                                                            კარლო კვიტაიშვილი

წევრი                                                                                                            ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები