წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 418 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2009

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს N43 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე

             გადაწყვიტა:

1. კომისიის №43 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (ღია სააქციო საზოგადოება ”Мегафон”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ) გადატანილ იქნეს ღია სააქციო საზოგადოება ”Мегафон”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე 2009 წლის 04 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2.  კომისიის N 43 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  1 (ერთი) საკითხი:

ა) “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის № 189/9 გადაწყვეტილების პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. ბუთბაია);

3. კომისიის 2009 31 აგვისტოს N43 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები