საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტებისა და ამავე გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესა
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2009
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე” 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების ჯგუფი და ამავე გადაწყვეტილებით მათ დაეკისრათ სპეციფიკური ვალდებულებები, კონკრეტული პირობებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დარეგულირდა, როგორც, მოძრავი, ასევე ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტები, ასევე, ამ სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებული ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი. მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ცნობილ იქნა შპს ”მაგთიკომი” და შპს ”ჯეოსელი”. ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ასევე ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ცნობილ იქნა სს ”გაერთიანებული ტელეკომი”, შპს ”ახალი ქსელები”, შპს ”ახტელი”, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”, შპს ”ივერია ქსელი” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”. მოძრავი, ასევე ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის, ასევე სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის, ასევე სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები.
კომისია, აღნიშნავს, რომ 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მოძრავი, ასევე ფიქსირებული ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ბოლო ერთი წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ 2009 წლის მდგომარეობით, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე, 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა მდგომარეობა შეცვლილია, კერძოდ 2008 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია ბაზრის შეფასებისთვის გამოყენებული კრიტერიუმი - აბონენტების რაოდენობა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მიღების დღისათვის, მინიმალური ჩარევის პრინციპის გათვალისწინებით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე, არ განხორციელებულა ბაზრის კვლევა და ანალიზი და არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები.
კომისიამ, 2009 წლის 6 აგვისტოს, წერილობით მიმართა შპს ”ჯეოსელს” (№05/1557-09), შპს ”მაგთიკომს” (№05/1556-09), შპს ”მობიტელს”(№05/1555-09) და გამოითხოვა ინფორმაცია საცალო ბაზარზე დადგენილი სატარიფო პაკეტების და სატარიფო აქციების შესახებ. შპს ”მაგთიკომის” (2009 წლის 17 აგვისტოს №09/151-7), ასევე შპს ”ჯეოსელის” (2009 წლის 31 აგვისტოს №6/2313-09) და შპს ”მობიტელის” (2009 წლის 20 აგვისტოს №6/2161-09) მიერ წერილობით მოწოდებული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ გარკვეული პერიოდულობით (ცალკეულ შემთხვევაში განუსაზღვრელი ვადითაც) მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მომსახურების შეთავაზება ხდება ურთიერთჩართვის ტარიფზე დაბალ ფასად, კერძოდ 8 ან 10 თეთრად (ე.წ. ”მომსახურების აქციების” მიხედვით). გასათვალისწინებელია, რომ 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დადგენილია სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეზე ზღვრული ტარიფი - 14,8 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით. მომსახურებაზე საცალო ტარიფის ფორმირება უნდა ხდებოდეს შესაბამის საბითუმო ბაზარზე არსებული ხარჯის გათვალისწინებით, მაშინ როცა შპს ”მაგთიკომის”, შპს ”ჯეოსელის” და შპს ”მობიტელის” მიერ დადგენილი საცალო ტარიფები, ნაკლებია ვიდრე 14,8 თეთრი რაც კომისიის მოსაზრებით მოითხოვს შეწავლას და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამის მარეგულირებელ ჩარევას.
შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილი გარემოებების შეფასების საფუძველზე, რადგან ბოლო მომხმარებლების რაოდენობა წარმოადგენდა პირველად კრიტერიუმს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების ფარგლებში წარმოებული კვლევისა და ანალიზისას, უნდა განხორციელდეს ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე დადგენილ პირობებში, კერძოდ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების პირველ, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, ასევე მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებში. ახლად გამოვლენილი გარემოებების შეფასების საფუძველზე ცვლილებები უნდა შევიდეს ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებშიც, კერძოდ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-13 და მე-14 პუნქტებში, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საფუძველზე. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის (კომისიის ინიციატივით) საფუძველზე უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტის კვლევისა და ანალიზის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის, ასევე ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტებისა და ამავე გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, აგრეთვე ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტებისა და ამავე გადაწყვეტილებაში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტის კვლევისა და ანალიზის მიზნით;
3. ფიქსირებული და მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე მომსახურების მიმწოდებელმა ავტორიზებულმა პირებმა, 2009 წლის 09 ოქტომბრამდე წარმოადგინონ კომისიაში ინფორმაცია, გეოგრაფიული ზონების მიხედვით, მომხმარებლების რაოდენობის, ასევე საცალო მომსახურების სახეების და ტარიფების (როგორც ცალკე, ასევე დივერსიფიცირებული სატარიფო პაკეტების და გეგმების, ასევე საშეღავათო აქციების) და ხარჯების განაწილების შესახებ, ასევე ინფორმაცია მომსახურების სახეებიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების შესახებ;
4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 16 ოქტომბერს, 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).
8. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
