წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 44 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 421 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 4 სექტემბრის N 44 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე

                გადაწყვიტა:

1. გადაიდოს დღის წესრიგის პროექტის მე-7 საკითხი (შპს ”ეარ ვისოლი”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ) საკითხის დამატებით შესწავლამდე;

2. კომისიის 2009 წლის 4 სექტემბრის N 44 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 27 მაისის № 246/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანიას შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

ბ) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).

3. კომისიის 2009 წლის 4 სექტემბრის N 44 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                  კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                     ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                  ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები