შპს „გენერალური დაცვისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 14 ნოემბრის № 678/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, შპს „გენერალურმა დაცვამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მოერ ს.კ. № 202453013) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/324-09; 25.09.09) ქ. თბილისში, დაცვითი საქმიანობის შეწყვეტის გამო, დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში 407.150 მჰც და 412.550 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2008 წლის 14 ნოემბრის № 678/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნას შპს „გენერალური დაცვისთვის” ქ. თბილისში 407.150 მჰც და 412.550 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2008 წლის 14 ნოემბრის № 678/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გენერალური დაცვისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
