შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-მა (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 212783353) კომისიას მიმართა განცხადებით (7/321-09; 24.08.09) ქ. ქუთაისში (დაცვითი საქმიანობისთვის) მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-ს 168.475 მჰც, 405.200 მჰც და 410.200 მჰც სიხშირეები (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ქუთაისში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-სთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
