საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 27 მაისის № 246/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”), ავტორიზებული პირისა და ლიცენზიის მფლობელის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მხრიდან კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 –ე 1445-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” კომისიის 2009 წლის 27 მაისის № 246/22 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს” და შემდეგ როგორც ტექსტშია;
2. კომისიის 2009 წლის 27 მაისის № 246/22 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მ) და ნ) ქვეპუნქტები:
”მ) იოსებ აბულაძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;”
”ნ) გიორგი ხოჯევანიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.”
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
