წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 432 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილ სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, ასევე ადგილობრივი დაშვების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზარის კვლევისა და ანალიზის, აგრეთვე ფიჭური ორგანიზების, ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზარის კვლევისა და ანალიზის მიზნით .

ზემოაღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა, კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, ჩანიშნული იყო მიმდინარე წლის 7 სექტმებერს, 16 საათზე.

   კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო მომსახურების, ისევე როგორც  ადგილობრივი დაშვების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტების, მათი რესურსების და სიმძლავრეების, აგრეთვე ფიჭური ორგანიზების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების, მათი რესურსების და სიმძლავრეების მფლობელ ავტორიზებულ პირებს, დაევალათ 2009 წლის 27 აგვისტომდე კომისიაში წარმოედგინათ ინფორმაცია ინტერნეტის  საცალო მომსახურების მომხმარებლების რაოდენობის, ინტერნეტის საცალო მომსახურების სახეების და ტარიფების, ასევე ამ მომსახურების სახიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 7 სექტემბერს კომისიაში ჩატარდა კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზედაც მოისმინეს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის ბატონი გელა ბუთბაიას ინფორმაცია, ავტორიზებული პირების მიერ, კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს N385/23  გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულის, დოკუმენტაციის შინაარსის და  მოთხოვნილი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვადების შესახებ. კომისიის 2009 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ, მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა, 2009 წლის 7 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაციის არადროულად წარმოდგენის გამო, იშუამდგომლა კომისიის წინაშე, კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს N385/23  გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზეპირი მოსმენის სხდომის განმეორებით ჩატარების შესახებ.

კომისია, მიუთითებს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა დაინტერესებული პირისათვის, კვლევისა და ანალიზისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობა, ასევე მის შესახებ საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით ჩატარდეს ზეპირი მოსმენის სხდომა, კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილ სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, ასევე ადგილობრივი დაშვების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზარის კვლევისა და ანალიზის, აგრეთვე ფიჭური ორგანიზების, ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზარის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრული განმეორებითი ზეპირი მოსმენა ჩატარდეს 2009 წლის 21 სექტემბერს 16 საათზე.

2. გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის, დაუყოვნებლივ;

3. 2009 წლის 21 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომისთვის დაინტერესებული მხარეების მოწვევის უზრუნველყოფა დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია);

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს  (გ. ბუთბაია);

5. წინამდებარე  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარე                                                                       ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                      ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                      ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                      კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                      ი. მოსეშვილი

                                                                                                                                         

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები