საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 11 სექტემბერს N 47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს დღის წესრიგის პროექტის მე-11 საკითხი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”А-Мобайл”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”А-Мобайл”-სთვის შეტყობინების ჩაბარების თაობაზე ინფორმაციის დადასტურებამდე;
2. კომისიის 2009 წლის 11 სექტემბერს N 47 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე);
ბ) შპს ”მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე (მომხს. უ. სეთური);
3. კომისიის 2009 წლის 11 სექტემბერს N 47 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა . სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
