საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 3 ივლისის N 308/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ლა-მაგი”-მ (რეგისტრირებული ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №216453415) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/313-09, 18.08.09) ქ. რუსთავში (ტაქსებით მომსახურეობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 3 ივლისის N 308/13 გადაწყვეტილებით შპს ”ლა-მაგი”-ს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ქ. რუსთავში მიენიჭა 146.875 მჰც და 151.975 მჰც სიხშირეები. მინიჭებული 146.875 მჰც სიხშირე არ შეესაბამება შპს ”ლა-მაგი”-ს მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს ”ლა-მაგი”-მ მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.
კომისია აღნიშნავს,რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ლა-მაგი”-სთვის მინიჭებული 146.875 მჰც სიხშირის შეცვლა 160.550 მჰც სიხშირით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 3 ივლისის N 308/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს ”ლა-მაგი”-ს 151.975 მჰც და 160.550 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში 2010 წლის 3 ივლისამდე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ლა-მაგი”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
