წვდომის მენიუ

შპს “საქართველოს რკინიგზისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 438 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “საქართველოს რკინიგზამ” (რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 202886010) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/308-09; 14.08.09) ქ. ხაშურში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების,  ხოლო  მარნეულისა და მარაბდის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ  2009 წლის 14 აგვისტოს № 388/13 გადაწყვეტილებით, შპს ”საქართველოს რკინიგზას” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  ქ. მარნეულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (სოფ. მარაბდა) მიენიჭა 150.425 მჰც და 156.425 მჰც სიხშირეები, შესაბამისად კომისიამ განიხილა სიხშირის მინიჭების საკითხი მხოლოდ ქ. ხაშურში. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სიხშირე გათვალისწინებულია ქ. ხაშურის  რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”საქართველოს რკინიგზის”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ იქნება მესამე პირზე გადაცემული.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის, შედეგად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “საქართველოს რკინიგზას” 169.575 მჰც სიხშირე ქ. ხაშურში ერთი წლის ვადით  ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “საქართველოს რკინიგზისთვის” მინიჭებული სიხშირე  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის  ცვლილების შემთხვევაში  შპს “საქართველოს რკინიგზისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “საქართველოს რკინიგზისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები