წვდომის მენიუ

დაცვის ასოციაცია “თორისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის № 600/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 44 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ დაცვის ასოციაცია “თორმა”  (რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 19 მაისს, მოწმობის № 01139/12/0606, ს.კ. № 204508675)  კომისიას მიმართა განცხადებით (№7/27-09; 26.01.09)  ქ. თბილისში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  154.800 მჰც და 160.450 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2008 წლის  17 ოქტომბრის  № 600/13  გადაწყვეტილებით.

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნას დაცვის ასოციაცია “თორისთვის”  ქ. თბილისში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 154.800 მჰც და 160.450  მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2008  წლის  17 ოქტომბრის  № 600/13  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაცვის ასოციაცია “თორისთვის”   ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრის                                                                              

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები