შპს „რკინიგზის ტელეკომი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს №384/8 გადაწყვეტილებით შპს ”რკინიგზის ტელეკომი” გამოცხადდა გამარჯვებულად სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, კერძოდ, 198XXX-199XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში;
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”რკინიგზის ტელეკომს”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (54,000.00 - ორმოცდათოთხმეტი ათასი) 30%-ს - 16,200.00 (თექვსმეტი ათას ორასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 400.00 (ოთხასი) ლარი ანუ 15,800.00 (თხუთმეტი ათას რვაასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, 2009 წლის 7 სექტემბრამდე გადახდის წესი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რკინიგზის ტელეკომის” მიერ ერთი თვის ვადაში სრულად გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% ანუ 15,800.00 (თხუთმეტი ათას რვაასი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”რკინიგზის ტელეკომს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N153 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 198XXX-199XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 11 სექტემბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (54,000.00 - ორმოცდათოთხმეტი ათასი) დარჩენილი 70%-ის (37,800.00 - ოცდაჩვიდმეტი ათას რვაასი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (37,800.00 - ოცდაჩვიდმეტი ათას რვაასი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
3,150.00 ლარი - 2009 წლის 11 ოქტომბრამდე;
3,150.00 ლარი - 2009 წლის 11 ნოემბრამდე;
3,150.00 ლარი - 2009 წლის 11 დეკემბრამდე;
3,150.00 ლარი - 2010 წლის 11 იანვრამდე;
3,150.00 ლარი - 2010 წლის 11 თებერვლამდე;
3,150.00 ლარი - 2010 წლის 11 მარტამდე;
3,150.00 ლარი - 2010 წლის 11 აპრილამდე;
3,150.00 ლარი - 2010 წლის 11 მაისამდე;
3,150.00 ლარი - 2010 წლის 11 ივნისამდე;
3,150.00 ლარი - 2010 წლის 11 ივლისამდე;
3,150.00 ლარი - 2010 წლის 11 აგვისტომდე;
3,150.00 ლარი - 2010 წლის 11 სექტემბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”რკინიგზის ტელეკომი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
