მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა განცხადებით შპს “დატა ვეივმა” GSM1800 და IMT 2000 სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, GSM1800 და IMT 2000 -ს შესაბამისი სიხშირული დიაპაზონები განკუთვნილია მობილური მომსახურების საკომუნიკაციო სისტემებისთვის.
კომისიამ განიხილა წარმოდგენილი განაცხადი და აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად:
ა) 1741.6 მჰც ÷ 1744.8.მჰც - 1836.6 მჰც ÷ 1839.8 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;
ა.ა) ლიცენზიით სარგებლობის გეორგრაფიული ზონა: საქართველო;
ა.ბ) რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა: 7,353,063.56 (შვიდი მილიონ სამას ორმოცდაცამეტი ათას სამოცდასამი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი);
ა.გ) ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 367,653.00 (სამას სამოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაცამეტი ლარი);
ა.დ) სალიცენზიო პირობები:
1. ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
2. ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:
რეგიონი 1: ქ.თბილისი;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები;
რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;
3. გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
2. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2009 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათი;
3. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2009 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათამდე;
4. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად:
ა) 1965მჰც ÷ 1974 მჰც - 2155 ÷ 2164 მჰც (TDD – 2015მჰც ÷ 2020მჰც) სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;
ა.ა) ლიცენზიით სარგებლობის გეორგრაფიული ზონა: საქართველო;
ა.ბ) რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა: 12,739,796.60 (თორმეტი მილიონ შვიდას ოცდაცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცი თეთრი);
ა.გ) ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 636,990.00 (ექვსას ოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი ლარი).
ა.დ) სალიცენზიო პირობები:
1. ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
2. ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:
რეგიონი 1: ქ.თბილისი;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები;
რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;
3. გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
5. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2009 წლის 23 ოქტომბრის 13:00 საათი;
6. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2009 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათამდე;
7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი”, სს ”ბაზისბანკში” ან სს ”საქართველოს ბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’; -ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;
-ა/ანგარიში: 609326; -ა/ანგარიში: 7434136;
-კოდი: 220101830; -კოდი: 220101956;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050; -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
-ბანკი: ს/ს საქართველოს ბანკი;
-ა/ანგარიში: 125435501;
-კოდი:220101502;
- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;
9. აუქციონები ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
10. დაევალოს კომისიის აპარატის პრეს მდივანს (ხ.ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
12. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
