წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 446 / 8

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “რეალტივი საქართველომ” რადიოსარელეო კავშირისთვის სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რეალტივი საქართველო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის N B84 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობას ქ.ფოთში. განმცხადებელი ითხოვს, კომპანიას საკაბელო სამაუწყებლო ქსელებში ჩასართავად, აგრეთვე ქ.თბილისში განთავსებული სტუდიიდან სამაუწყებლო ზონაში სიგნალის მისაწოდებლად  მიეცეს სიხშირეები რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, შემდეგ მონაკვეთებზე: ქ.თბილისი გორგასლის მე-3 შესახვევი N15-დან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და ანძიდან შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე (ტაბახმელა). 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლი მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები, რომლებიც მაუწყებლობენ საკაბელო ქსელით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიამ აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობა განისაზღვრა, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა - 6,674.40 (ექვსი ათას ექვსას სამოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”   და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) 4014   მჰც ± 14 მჰც (მონაკვეთზე, ქ.თბილისი გორგასლის მე-3 შესახვევი N15 - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა);

ა.ბ) 1056 მჰც ± 14მჰც (მონაკვეთზე მთაწმინდის ანძა  - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგური - ტაბახმელა);

ბ) სიმძლავრე - 5 ვატი;

გ) სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;

2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  6,674.40 (ექვსი ათას ექვსას სამოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარით;

3. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2009 წლის 23 ოქტომბრის 15:00 საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2009 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 334.00 (სამას ოცდათოთხმეტი) ლარს.

6. სალიცენზიო პირობა:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი განცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი”, სს ”ბაზისბანკში” ან სს ”საქართველოს ბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;                     -ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;

-ა/ანგარიში: 609326;                                             -ა/ანგარიში: 7434136;

-კოდი: 220101830;                                                -კოდი: 220101956;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;                            -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

-ბანკი: ს/ს საქართველოს ბანკი;

-ა/ანგარიში: 125435501;

-კოდი:220101502;

- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 - ერთი ათასი ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;

9. აუქციონში მონაწილეობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი.

10. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ  გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

11. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

12. დაევალოს კომისიის აპარატის  პრეს მდივანს (ხ.ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენმებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

14. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

15 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                   ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                     ს.ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                     კ,კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე  

            კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები