შპს “მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 21 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2212-09) კომისიას მიმართა წერილით შპს ”მაგთიკომმა” რომლითაც წარმოადგინა კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია და ამავდროულად მოითხოვა წარმოდგენილი წერილის №1 და №2 დანართების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე. შპს ”მაგთიკომი”თავის წერილში აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომის” მიერ 2009 წლის 21 აგვისტოს №6/2212-09 წერილის დანართებში წარმოდგენილი ინფორმაცია, შეიცავს მონაცემებს შპს ”მაგთიკომის” მომხმარებლის მიერ მიღებული მომსახურების მოცულობისა და განმცხადებელი კომპანიის მიერ კონკრეტული სერვისის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ. განმცხადებელი მიიჩნევს რომ 2009 წლის 21 აგვისტოს №6/2212-09 წერილის დანართებში წარმოდგენილი ინფომაციის გამჟღავნებამ, შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას შპს ”მაგთიკომს” კონკურენტუნარიანობას და ზიანი მიაყენოს აღნიშნული კომპანიის კანონიერ ინტერესებს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2009 წლის 27 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2282-09) კომისიას მიმართა შპს ”მაგთიკომმა” წერილით, რომლითაც წარმოადგინა კომისიის მიერ 2009 წლის 18 აგვისტოს №02/1845-09 წერილით გამოთხოვილი ინფორმაცია და ამავდროულად მოითხოვა წარმოდგენილი წერილის №1 და №2 დანართების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე. შპს ”მაგთიკომი” მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია, შეიცავს არაგანზოგადებულ მონაცემებს შპს ”მაგთიკომის” მომხმარებლის მიერ მიღებული მომსახურების მოცულობისა და განმცხადებელი კომპანიის მიერ კონკრეტული სერვისის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიაში ასევე შემოსულია ამავე კომპანიის 2009 წლის 3 სექტემბრის №6/2340-09 წერილი, რომლითაც შპს ”მაგთიკომმა” ასევე მოითხოვა წერილის დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, რადგან შპს ”მაგთიკომი” მიიჩნევს, რომ მის მიერ მოწოდებული კონკრეტული სახის სერვისებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ წარმოდგენილი არაგანზოგადებული ინფომაციის გამჟღავნებამ, შესაძლებელია ასევე საფრთხე შეუქმნას შპს ”მაგთიკომის” კონკურენტუნარიანობას და ზიანი მიაყენოს აღნიშნული კომპანიის კანონიერ ინტერესებს.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ შეისწავლა შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნები და მიიჩნია, რომ შპს ”მაგთიკომის” 2009 წლის 21 აგვისტოს №6/2212-09 წერილის, ასევე 2009 წლის 27 აგვისტოს №6/2282-09 წერილის დანართებში წარმოდგენილი ინფორმაცია, ისევე როგორც შპს ”მაგთიკომის” 2009 წლის 3 სექტემბრის №6/2340-09 წერილის დანართი, შინაარსობრივად შესაძლებელია შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ცნობილ უნდა იქნას შპს ”მაგთიკომის” კომერციულ საიდუმლოებად. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ”მაგთიკომის” 2009 წლის 3 სექტემბრის წერილის დანართის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა, ვინაიდან დანართის მხოლოდ ერთი ნაწილი, კეროდ ცხრილი, შეიცავს არაგანზოგადებულ ინფორმაციას შპს ”მაგთიკომის” მომხმარებლის გარკვეული ჯგუფების მიერ მიღებული მომსახურების მოცულობის, განმცხადებელი კომპანიის მიერ მიწოდებული კონკრეტული სახის სერვისიდან მიღებული შემოსავლებისა და მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს შპს ”მაგთიკომის” 2009 წლის 3 სექტემბრის №6/2340-09 წერილის დანართი, გარდა პირველ აბზაცში მოცემული ცხრილის სახით წარმოდგენილი ინფორმაციისა, არ შეიძლება ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან დანართის დანარჩენი ნაწილები არ შეიცავს კომერციული ხასიათის შინაარსს, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს განმცხადებლის კონკურენტულობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ”მაგთიკომის” 2009 წლის 21 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2212-09) და 2009 წლის 27 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2282-09) განცხადებები, ცნობილ იქნას შპს ”მაგთიკომის” 2009 წლის 21 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2212-09) წერილის პირველი და მეორე დანართები, ასევე კომპანიის 2009 წლის 27 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2282-09) წერილის პირველი და მეორე დანართები, შპს ”მაგთიკომის” კომერციულ საიდუმლოებად;
2. დაკმაყოფილდეს შპს ”მაგთიკომის” 2009 წლის 3 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის №6/2340-09) განცხადება ნაწილობრივ, ცნობილ იქნას შპს ”მაგთიკომის” 2009 წლის 3 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის №6/2340-09) განცხადების დანართის პირველი აბზაცი (ცხრილის სახით წარმოდგენილი ინფორმაცია) შპს ”მაგთიკომის” კომერციულ საიდუმლოებად;
3. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს შპს ”მაგთიკომის” მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსაშვილი
