შპს ”დაცვის სამსახური თბილისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”დაცვის სამსახურმა თბილისმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 205271310) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/30-09; 28.01.09) ქ.თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვითი საქმიანობისთვის) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”დაცვის სამსახურს თბილისს” ერთი წლის ვადით 414.575 მჰც და 419.675 მჰც სიხშირეები ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს ”დაცვის სამსახური თბილისისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”დაცვის სამსახური თბილისისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”დაცვის სამსახური თბილისისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
