წვდომის მენიუ

შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 451 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 18, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.”

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური. 

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მას წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (11.09.2008 №10/497-09), რომლის შესაბამისადაც, შპს ”კავკასუს ონლაინს” 2009 წლი 11 სექტემბრის მდგომარეობით, კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 422,017.56 (ოთხას ოცდაორი ათას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2009 წლის 11 სექტემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს სანქირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს ”კავკასუს ონლაინს” (11.09.08 N03/2098-09) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის მოწმობის №25/1), ამავე დროს კომპანია ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6, №F14, №F46 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N26 №N41, №N48, №N49, №N56, №N75, №N78, №N79 ლიცენზიებს. შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინი”, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირი, ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. რეგულირების საფასურის ოდენობას, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 18 სექტემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი.

კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (18.09.2009 N10/515-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“ 2009 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 372,017.56 (სამას სამოცდათორმეტი ათას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღიარა კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის წინაშე რეგულირების საფასურსი დავალიანების არსებობა წარმოადგენს  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და შესაბამისად, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით  გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს,

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და  ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და ამავე დროს, შპს ”კავკასუს ონლაინს” უნდა დაეკისროს ვალდებულება, 5 (ხუთი) სამუშო დღის ვადაში დაფაროს კომისიის წინაშე რეგულირების საფასურის სახით არსებული დავალიანება 372,017.56 (სამას სამოცდათორმეტი ათას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, სრულად. 

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”კავკასუს ონლაინს” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და  ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს ”კავკასუს ონლაინმა” რეგულირების საფასურის დავალიანების 372,017.56 (სამას სამოცდათორმეტი ათას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის 5 (ხუთი) სამუშო დღის ვადაში გადახდა კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი”, სს ”ბაზისბანკში” ან სს ”საქართველოს ბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;  -ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;

-ა/ანგარიში: 609326;                                                             -ა/ანგარიში: 7434136;

-კოდი: 220101830;                                                    -კოდი: 220101956;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;                   - საიდენტიფიკაციო კოდი:204953050;

-ბანკი: ს/ს საქართველოს ბანკი;

-ა/ანგარიში: 125435501;

-კოდი:220101502;

- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

3. ეცნობოს შპს ”კავკასუს ონლაინს”, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით  გათვალისწინებული დარღვევის ნებაყოფლობით, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მიმართ გამოიყენოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”კავკასუს ონლაინი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქონავი

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                   კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ა.სიხარულიძე

                                                                                    ი.მოსეშვილი              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები