წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: 452 / 221

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 18, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს; ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები.  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2008 წლის საქმიანობის ანგარიშის პროექტი, გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მისი საჯარო განხილვა შედგა 2009 წლის 18 სექტემბერს, კომისიის სხდომაზე, რის თაობზეც დაინტერესებული პირებისათვის გამოქვეყნებული იყო ცნობა კომისიის ვებ-გვერდზე.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კომისიის 2008 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები თანდართული სახით;

2. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ხ. ყურაშვილი) კომისიის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნება;

3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის საქმიანობის ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია). 

კომისიის თავმჯდომარე                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                 ს. ბრიტანჩუკი

                                                                                ა. სიხარულიძე

                                                                                კ. კვიტაიშვილი

                                                                               ი. მოსაშვილი              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები