საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის სხდომის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 18, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკითხზე ზეპირი მოსმენა დანიშნული იყო 2009 წლის 31 აგვისტოს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს N417/22 გადაწყვეტილებით, კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეუტანლად და არსებითი გადაწყვეტილების მიღების თარიღის განსაზღვრის გარეშე, კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე, განმეორებითი ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2009 წლის 4 სექტემბერს. ავტორიზებული პირების შუამდგომლობის საფუძველზე, კომისიის 2009 წლის 4 სექტემბერის სხდომა გაგრძელდა 2009 წლის 18 სექტემბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 18 სექტემბერს კომისიაში, 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა, ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი. კომისიის 2009 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე, შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”კავკასუს ონლაინის”, ასევე სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ დასმული იქნა შეკითხვები კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, რომელზედაც კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ გაკეთდა შესაბამისი განმარტებები. კომისიამ, მოისმინა რა ავტორიზებული პირების შენიშნვები 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე, დაასრულა საკითხის ზეპირი მოსმენა.
კომისია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე, უნდა მიიღოს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებულ, 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილებაში და საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად განსაზღვროს 2009 წლის 25 სექტემბერი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 117-ე და 120-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N360/23 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში და ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვროს 2009 წლის 25 სექტემბერი;
2. კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის სხდომისთვის დაინტერესებული პირების მოწვევის უზრუნველყოფა დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია);
3. გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის, დაუყოვნებლივ;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია);
5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
