წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 459 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის N 51 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-17 და მე-18 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

                გადაწყვიტა:

1.     კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის N 51 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ნუმერაციის რესურსი მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ბ) შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის № B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი)

2. კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის N 51 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები