წვდომის მენიუ

შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”- ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 461 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2009

მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-მა (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 245598161) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/344-13; 09.09.09)  ქ. ბათუმში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ხუთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სასტუმროს მომსახურე პერსონალს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ  შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს  ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ს  404.600 მჰც, 404.625 მჰც, 404.650 მჰც, 404.675 მჰც და 404.700 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში  ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-ისთვის   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები