შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2009
მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 6 აპრილს შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მა (№7/119-09) კომისიას მიმართა განცხადებით კომპანიის კუთვნილი № B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ 1999 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ზე გასცა №1195 ლიცენზია სატელევიზიო მაუწყებლობაზე, მე-4 სატელევიზიო არხზე, 10 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით 10 წლის ვადით (22.09.2009 წლამდე) ქ.ჩხოროწყუში. ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ”, კომისიის 2000 წლის 1 სექტემბრის №2 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემები შეტანილ იქნა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 17 ოქტომბრის №538/2 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოდიფიცირდა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი №1195 ლიცენზია და სატელევიზიო გადამცემის სიმძლავრე 10 ვტ-ის ნაცვლად შეიცვალა 50 ვტ-ით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებით, მოდიფიცირდა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს კუთვნილი №1195 ლიცენზია კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა №B24. (ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა მე-4 სატელევიზიო არხზე 50ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ჩხოროწყუ).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 27 მარტის №163/2 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოდიფიცირდა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს კუთვნილი №B24 ლიცენზია და მე-4 მეტრული არხის ნაცვლად, გამოეყო დეციმეტრული დიაპაზონის 47-ე სატელევიზიო არხი, 500ვტ სიმძლავრის გამოყენებით ქ. ჩხოროწყუში. ამასთანავე, შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს სამაუწყებლო სიხშირის 50 ვტ-დან 500 ვტ-მდე გაზრდამ გამოიწვია სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის ზრდა 689.49 (ექვსას ოთხმოცდაცხრა და ორმოცდაცხრა) ლარით, რომელიც განისაზღვრა ”რადიოსიხშირული სპექტრითა ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, თანახმად ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა.
კომისია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში (2009 წლის 29 ივნისამდე) კომპანიის მიერ სრულად იქნა გადახდილი სალიცენზიო გადასახდელი, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2009 წლის 23 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით №10/536-09.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.”
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები და კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადები. კერძოდ, შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ კომისიას 2009 წლის 6 აპრილს მიმართა განცხადებით (№7/119-09) კუთვნილი №B24 ლიცენზიის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ,,დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს კუთვნილი №B24 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრითა ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შეადგინა 1,833.75 (ათას რვაას ოცდაცამეტი და სამოცდათხუთმეტი) ლარი. აღნიშნული დასტურდება დეპარტამენტის 2009 წლის 23 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით №10/539-09.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (”სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები”) მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის დოკუმენტაცია სალიცენზიო მოსაკრებელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ”დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე მუხლის და 39-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ის კუთვნილი №B24 (კერძო საერთო ტელემაუწყებლობა) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2009 წლის 26 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარების შემდგომ; იმავე დღეს;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განესაზღვროს - 1,833.75 (ათას რვაას ოცდაცამეტი და სამოცდათხუთმეტი) ლარით;
5. უზრუნველყოს შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-მ სალიცენზიო გადასახდელის - 1,833.75 (ათას რვაას ოცდაცამეტი და სამოცდათხუტმეტი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის - 2,000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დოკუმენტების კომისიაში წარმოდგენა ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებამდე (26.10.09), შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
ხაზინის ერთიანი ანგარიში |
|
ანგარიშის № |
200122900 |
|
ბანკი |
სახელმწიფო ხაზინა |
|
კოდი |
220101222 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
300773062 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ტელერადიოკომპანია ”კოლხეთი-89”-ს.
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
