წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 470 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, ასევე ადგილობრივი დაშვების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით, აგრეთვე ფიჭური ორგანიზების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით.

კომისიის 2009 წლის 07 სექტემბრის №432/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2009 წლის 2 ოქტომბერს კომისიაში გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა, რომელზედაც კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების შეწყვეტის შესახებ. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ ინტერენტით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი წარმოადგენს სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების, აგრეთვე ადგილობრივი დაშვების ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების და ფიჭური ორგანიზების ტიპის ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ ბაზრის სეგმენტს. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის მოსაზრებით, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე და სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დადგენამდე ან დაკონკრეტებამდე (ინტერენტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის შესახებ ზეპირი მოსმენა დანიშნულია 2009 წლის 16 ოქტომბერს, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად განსაზღვრულია 2009 წლის 23 ოქტომბერი), კომისიის 2009 წლის  07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილებით დაწყებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოება  უნდა შეწყდეს.

   კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა და საჭიროდ მიიჩნია კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N385/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება .

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნების თანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                       ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                      ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                      ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                      კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                      ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები