წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 472 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრის N 52 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-17 პუნქტის საფუძველზე

                გადაწყვიტა:

1. კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრსის N 52 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები