წვდომის მენიუ

შპს ”ჯორჯიან ვინგსი” - სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 482 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ჯორჯიან ვინგსმა” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

   როგორც შპს ”ჯორჯიან ვინგსის” წერილშია აღნიშნული, კომპანიას საცნობარო -საინფორმაციო მომსახურების  მიწოდების მიზნით ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ჯორჯიან ვინგსის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”ჯორჯიან ვინგს” ნუმერაციის რესურსი 8-0-0-8 (რვა-ნული-ნული-რვა) ქ.თბილისში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ჯორჯიან ვინგს”  ნუმერაციის რესურსი - 8-0-0-8 (რვა-ნული-ნული-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2010 წლის 2 ოქტომბრამდე ქ.თბილისში;

2. შპს ”ჯორჯიან ვინგსი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ჯორჯიან ვინგსის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ჯორჯიან ვინგს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ჯორჯიან ვინგსი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                     ი.ჩიქოვანი

         კომისიის წევრი                                                                                                ი.ბრიტანჩუკი

         კომისიის წევრი                                                                                                კ.კვიტაიშვილი

         კომისიის წევრი                                                                                                ა.სიხარულიძე

         კომისიის წევრი                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები