„შპს ”ურუშა” - სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის N79/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (08.09.2009 N7/342-09) მიმართა შპს „ურუშამ“ საქართველოს მასშტაბით ნუმერაციის რესურსის 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) მინიჭებასთან დაკავშირებით საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №79/7 გადაწყვეტილებით, შპს ”ურუშას” მიენიჭა ნუმერაციის რესურსი - 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, ქ.ფოთში.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ნუმერაციის რესურსი 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) წარმოადგენს თავისუფალ ნუმერაციის რესურსს საქართველოს მასშტაბით, გარდა ქ.ფოთისა და შესაბამისად, მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №79/7 გადაწყვეტილებაში და შპს „ურუშას“, საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, ნუმერაციის რესურსით 0-0-4 (ნული- ნული-ოთხი) სარგებლობის უფლების გეოგრაფიულ ზონად განესაზღვროს საქართველო ტერიტორია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს 63-ე მუხლისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №79/7 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს ”ურუშა”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 2010 წლის - 6 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;”
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”ურუშა” -სთვი გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ურუშა”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
