წვდომის მენიუ

შპს „ალკომის“ დაჯარიმების შესახებ

ნომერი: 487 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.”

კომისია აღნიშნავს, რომ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2009 წლის 15 სექტემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ალკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელის მიერ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის N466/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო შპს „ალკომის“ სანქცირების საკითხი 2009 წლის 2 ოქტომბრის 16:00 საათისთვის, ვინაიდან შპს „ალკომმა“ მოითხოვა ერთი კვირის ვადა, დარღვევათა გამაბათილებელი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 30 სექტემბერს, კომისიაში შპს „ალკომის“ მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2002 წელს კომპანიის მიერ შეცდომით იქნა გადახდილი რეგულირების საფასურის თანხები, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე, ნაცვლად კომისიის ანგარიშისა და სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული, კომისიის წინაშე შპს „ალკომის“ რეგულირების საფასურის დავალიანების - 5014.04 ლარის არსებობა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია 2009 წლის 1 იანვრიდან აღარ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. განცხადებას თანდართული აქვს ასევე თანხების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ალკომის“ წარმომადგენელი.

კომისიამ არ გაიზიარა შპს „ალკომის“ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიამ შეასრულა კანონის მოთხოვნები, თუმცა შეცდომით, სხვა ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების საფასური, ვინაიდან, ჯერ ერთი, შპს „ალკომის“ მიერ რეგულირების საფასურის თანხების გადახდა ყოველთვის ხდებოდა კომისიის ანგარიშზე, ანუ კომპანია ინფორმირებული იყო, როგორც კომისიის ანგარიშების, ასევე რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით, კანონის მოთხოვნის შესახებ და მეორე, კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „ალკომის“ მიერ წარმოდგენილ საგადასახადო დავალებებში, თანხის დანიშნულებად მითითებულია სალიცენზიო მოსაკრებელი და არა რეგულირების საფასური, ამავე დროს, წარმოდგენილ საგადასახადო დავალებებში არსად არ არის ნახსენები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. შესაბამისად, შპს „ალკომს“, საგადასახადო დავალებებში ასახული თანხები, შესაძლებელია გადახდილი აქვს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში არა როგორც რეგულირების საფასურის თანხები, არამედ როგორც სალიცენზიო მოსაკრებელი, კერძოდ, როგორც ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, რაც გათვალისწინებულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე დროს, კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ მას შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, არ მოუთხოვია ავტორიზაციის გაუქმება, შესაბამისად, მას ეკისრება ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.

შესაბამისად, სახეზეა შპს „ალკომის“ მიერ ჩადენილი ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების დარღვევა, ხოლო აღნიშნული წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით  გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილებით, შპს „ალკომის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ, ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმას, თუ რას წარმოადგენს დარღვევის შინაარსი, კერძოდ ეს არის ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და რეგულირების საფასურის დავალიანების დაუფარაობა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ”ალკომის” ბოლო 12 თვის შემოსავალი  დღგ-ს გარეშე შეადგენს 183,061.06 (ას ოთხმოცდასამი ათას სამოცდაერთი ლარი და ექვსი თეთრი) ლარს, ხოლო 0,5% შესაბამისად 915.31 (ცხრაას თხუთმეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ალკომს“  ჯარიმის სახით უნდა დაეკისროთ 10,000.00 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაჯარიმდეს შპს „ალკომი“ 10,000 (ათი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტისა, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ალკომმა“ ჯარიმის - 10,000 (ათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

 3. უზრუნველყოს შპს „ალკომმა“ რეგულირების საფასურის დავალიანების 5014.04 (ხუთი ათას თოთხმეტი ლარი და ოთხი თეთრი) 7 კალენდარული დღის ვადაში გადახდა კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;

-ა/ანგარიში: 7434136;

-კოდი: 220101956;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ალკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ალკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გაერდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                              ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                         ს.ბრიტანჩუკი

                                                                    კ.კვიტაიშვილი

                                                                    ა.სიხარულიძე

                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები