საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 15, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N 53 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყირს შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დღის წესრიგის პროექტის მე-17 (”ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის” სანქცირების შესახებ) და მე-18 (ინდ./მეწ. ”ზურაბ მამუკელაშვილი ”ატენი ტვ”-ს გაფრთხილების შესახებ) საკითხები დამატებითი შესწავლის მიზნით, გადატანილ იქნეს 2009 წლის 16 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2009 წლის 9 ოქტომრისს N 53 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
3. კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N 53 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
