წვდომის მენიუ

შპს ”ალანიასთვის” რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 490 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2009

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2009

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს  ”ალანიამ” კომისიას  მიმართა  განცხადებით №32/02-09, 23.09.09 (შემოსული №7/374-09,23.09.09) ქ.თბილისში, რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით სტუდიიდან (ძმები ზუბალაშვილების №23) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ტელესამაუწყებლო  სიგნალის მიწოდებისთვის  რადიოსიხშირის მინიჭების თხოვნით.

    კომისია აღნიშნავს, რომ შპს  ”ალანია” ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას № B100  (ვადა - 16.05.2018) და ლიცენზიის პირობების შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობას ახორციელებს ქ.თბილისში, დეციმეტრული დიაპაზონის 35-ე სატელევიზიო არხზე,  2კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

    კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  შპს ”ალანიას” მიერ  ქ.თბილისში, სტუდიიდან (ძმები ზუბალაშვილების №23) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის ცალმხრივი მიწოდებისთვის, შერჩეულ იქნა  სიხშირე  10560 მჰც ±14 მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), 1 ვატამდე  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

    სიხშირე გათვალისწინებულია, ქ.თბილისში, სტუდიიდან (ძმები ზუბალაშვილების №23) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის ცალმხრივი მიწოდებისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ  კენჭისყრის  შედეგად  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ალანიას” რადიოსიხშირე 10560 მჰც  ± 14 მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), გასხივებული სიმძლავრით 1 ვატი, ქ.თბილისში, სტუდიიდან (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების №23) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ტელესამაუწყებლო  სიგნალის ცალმხრივი მიწოდებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 16.05.2018);

2. აღირიცხოს შპს ”ალანიასთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”ალანიასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   შპს ”ალანიასთვის”  ჩაბარებისთანავე.   

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ი.ჩიქოვანი                                                                          

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                                ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები