შპს „აკვადუკისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2009
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „აკვადუკმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ ს.კ. №205174737) კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/372-09,22.09.09), საქართველოს ტერიტორიაზე სასმელი წყლის ხარჯვის აღრიცხვიანობის მიზნით, ინდივიდუალური მოხმარების ელექტრონული წყალმზომების გამოყენებისთვის, 2008 წლის 30 მაისს კომისიის გადაწყვეტილებით №300/13 მეორადი გამოყენების უფლებით, ერთი წლის ვადით მინიჭებული სიხშირის 916.3მჰც± 1მჰც, ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.
სიხშირე 916.3მჰც ± 1მჰც, გათვალისწინებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ინდივიდუალური მოხმარების ელექტრონული წყალმზომების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
”ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29 -ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „აკვადუკს” სიხშირე 916.3მჰც ± 1მჰც, გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 50 მილივატისა, საქართველოს ტერიტორიაზე ინდივიდუალური მოხმარების ელექტრონული წყალმზომების ფუნქციონირებისთვის მეორადი გამოყენების უფლებით, ერთი წლის ვადით ;
2. შპს „აკვადუკმა” გაითვალისწინოს მინიჭებული სიხშირის გამოყენების დროს, რომ ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
3. აღირიცხოს შპს „აკვადუკისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძეს);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „აკვადუკისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აკვადუკისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
